https://sputnik-georgia.com/20250916/xatia-viblians-brali-wauyenes-294959528.html
მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სპორტსმენს ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 16.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-16T14:27+0400
2025-09-16T14:27+0400
2025-09-16T14:27+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/41/234094122_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_09b2b9e17141299a7bfb2254fd8b24bc.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 სექტემბერს თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა. ვიდეო, თუ როგორ უსწორდება ვიბლიანი ფიზიკურად 14 წლის არასრულწლოვანს თავისი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენს ნერვებმა მას შემდეგ უმტყუნა, რაც მოზარდმა მას ერთ-ერთ სუპერმარკეტში შენიშვნა მისცა. მკლავჭიდელს ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლოს შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/41/234094122_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_499adf2b952ab3fd79ec51a7e058720e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სპორტსმენს ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 სექტემბერს თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.
ვიდეო, თუ როგორ უსწორდება ვიბლიანი ფიზიკურად 14 წლის არასრულწლოვანს თავისი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენს ნერვებმა მას შემდეგ უმტყუნა, რაც მოზარდმა მას ერთ-ერთ სუპერმარკეტში შენიშვნა მისცა.
მკლავჭიდელს ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლოს შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.