https://sputnik-georgia.com/20250916/robert-redpordi-gardaicvala-294964235.html
ამერიკული კინოს ლეგენდა რობერტ რედფორდი გარდაიცვალა
ამერიკული კინოს ლეგენდა რობერტ რედფორდი გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
თითქმის 60-წლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში, რედფორდმა არაერთი გამორჩეული ფილმი აჩუქა მაყურებელს. 16.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-16T21:25+0400
2025-09-16T21:25+0400
2025-09-16T21:25+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/10/294963098_0:0:3082:1734_1920x0_80_0_0_4ec8191c7d447b0cf63d631a59546530.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი რობერტ რედფორდი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. რედფორდის წარმომადგენლის განცხადებით, მსახიობი იუტაში, საკუთარ სახლში ძილში გარდაიცვალა. რედფორდს შესრულებული აქვს მთავარი როლები ფილმებში „ბუჩ კესიდი და სინდენს კიდი“(1969), „აფერა“ (1973) „კონდორის სამი დღე“ (1975) „პრეზიდენტის მთელი გარემოცვა“ (1976) და სხვ. რობერტ რედფორდს, როგორც რეჟისორს, ფილმისთვის „ჩვეულებრივი ხალხი“ (1980) „ოსკარი“ აქვს აღებული. რედფორდი ცნობილი იყო გარემოსდაცვითი აქტივიზმითა და სოციალური საკითხების მხარდაჭერითაც. რედფორდი იყო აშშ-ში ყველაზე დიდი დამოუკიდებელი კინოფესტივალის Sundance-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/10/294963098_33:0:2764:2048_1920x0_80_0_0_bce986eae8feaeada4688e417502eb23.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, საზოგადოება, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, საზოგადოება, ახალი ამბები
ამერიკული კინოს ლეგენდა რობერტ რედფორდი გარდაიცვალა
თითქმის 60-წლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში, რედფორდმა არაერთი გამორჩეული ფილმი აჩუქა მაყურებელს.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი რობერტ რედფორდი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რედფორდის წარმომადგენლის განცხადებით, მსახიობი იუტაში, საკუთარ სახლში ძილში გარდაიცვალა.
რედფორდს შესრულებული აქვს მთავარი როლები ფილმებში „ბუჩ კესიდი და სინდენს კიდი“(1969), „აფერა“ (1973) „კონდორის სამი დღე“ (1975) „პრეზიდენტის მთელი გარემოცვა“ (1976) და სხვ.
რობერტ რედფორდს, როგორც რეჟისორს, ფილმისთვის „ჩვეულებრივი ხალხი“ (1980) „ოსკარი“ აქვს აღებული. რედფორდი ცნობილი იყო გარემოსდაცვითი აქტივიზმითა და სოციალური საკითხების მხარდაჭერითაც.
რედფორდი იყო აშშ-ში ყველაზე დიდი დამოუკიდებელი კინოფესტივალის Sundance-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.