https://sputnik-georgia.com/20250916/ramdenia-daqiravebit-dasaqmebulta-xelpasi-saqartveloshi-294950130.html
რამდენია დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასი საქართველოში – მონაცემები განახლდა
რამდენია დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასი საქართველოში – მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
მამაკაცების ხელფასი ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორში უფრო მაღალია. 16.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-16T11:39+0400
2025-09-16T11:39+0400
2025-09-16T11:39+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
სტატისტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/77/234437752_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_b29bdcb206b317490b27a10f31bc10c4.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალოთვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 2025 წლის მეორე კვარტალში 2,212 ლარი შეადგინა, რაც 10,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.2025 წლის აპრილ-ივნისში ბიზნეს-სექტორში საშუალო ნომინალურმა ანაზღაურებამ 2.317,6 ლარი შეადგინა, რაც 10,3%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.„საქსტატის" მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში არაკომერციულ და საფინანსო სექტორში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალო ნომინალური ხელფასი 10,8%-ით გაიზარდა და 2,024 ლარი შეადგინა.ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ხელფასი ფიქსირდება თბილისში - 2.553,8 ლარი, ხოლო ყველაზე დაბალი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონში - 1.122,2 ლარი.საქმიანობის ტიპის მიხედვით ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი 2025 წლის მეორე კვარტალში:ამასთან, საქართველოში ქალებისა და მამაკაცების ხელფასები კვლავ განსხვავდება. საანგარიშო პერიოდში მამაკაცების საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 2.655,8 ლარი შეადგინა (+10% წელიწადში), ქალების კი 1.769,5 ლარი (+11,3% წელიწადში). მამაკაცების ხელფასი ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორში უფრო მაღალია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/77/234437752_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_ec7ab170df89bd4fe1bda23e27805263.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები, სტატისტიკა
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები, სტატისტიკა
რამდენია დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასი საქართველოში – მონაცემები განახლდა
მამაკაცების ხელფასი ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორში უფრო მაღალია.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალოთვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 2025 წლის მეორე კვარტალში 2,212 ლარი შეადგინა, რაც 10,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2025 წლის აპრილ-ივნისში ბიზნეს-სექტორში საშუალო ნომინალურმა ანაზღაურებამ 2.317,6 ლარი შეადგინა, რაც 10,3%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
„საქსტატის" მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში არაკომერციულ და საფინანსო სექტორში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალო ნომინალური ხელფასი 10,8%-ით გაიზარდა და 2,024 ლარი შეადგინა.
ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ხელფასი ფიქსირდება თბილისში - 2.553,8 ლარი, ხოლო ყველაზე დაბალი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონში - 1.122,2 ლარი.
საქმიანობის ტიპის მიხედვით ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი 2025 წლის მეორე კვარტალში:
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4.176,5 ლარი (+5,4%);
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3.732,2 ლარი (+2,5%);
მშენებლობა – 3.467,7 ლარი (+17,7%);
სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2.995,3 ლარი (+4,3%).
ამასთან, საქართველოში ქალებისა და მამაკაცების ხელფასები კვლავ განსხვავდება. საანგარიშო პერიოდში მამაკაცების საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 2.655,8 ლარი შეადგინა (+10% წელიწადში), ქალების კი 1.769,5 ლარი (+11,3% წელიწადში). მამაკაცების ხელფასი ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორში უფრო მაღალია.