https://sputnik-georgia.com/20250916/premieri-ukrainis-xelisuplebis-qmedebebi-shemashpotebelia-294966298.html
პრემიერი: უკრაინის ხელისუფლების ქმედებები შემაშფოთებელია
პრემიერი: უკრაინის ხელისუფლების ქმედებები შემაშფოთებელია
Sputnik საქართველო
კობახიძემ კომენტარი გააკეთა ასაფეთქებელი ნივთიერებების საქმეზე, რომელიც, სუს-ის ვერსიით, დაკავებულებს უკრაინის სპეცსამსახურებმა გადასცეს. 16.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-16T19:56+0400
2025-09-16T19:56+0400
2025-09-16T19:55+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
უკრაინა
ქართულ–უკრაინული ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_0:37:2048:1189_1920x0_80_0_0_939112f0a14fd8924a3e4226304d8632.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მიმართ უხეში დამოკიდებულება შემაშფოთებელია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.11 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ განაცხადა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე 2,4 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი" შემოიტანეს. სუს-ის ვერსიით, ასაფეთქებელი ნივთიერების მიწოდების საბოლოო პუნქტი თბილისში არსებული ერთ-ერთი სახლი იყო, ნივთიერება კი დაკავებულებს უკრაინის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა გადასცეს. სუს-ის მტკიცებით, „ჰექსოგენის" გამოყენება 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე იგეგმებოდა.„ჰექსოგენის“ საქმესუს-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოვიდა.უწყებამ დააკავა როგორც ავტომობილის მძღოლი, ისე ის პირი, რომელსაც იგი უკვე საქართველოს ტერიტორიაზე დაუკავშირდა. დაკავებულთა ჩხრეკისას ამოღებულია რვა ერთეული მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა ქვეყნის მობილური ოპერატორის სიმბარათები და ნარკოტიკული ნივთიერება "კოკაინი".გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას და გადაზიდვას გულისხმობს. დაკავებულებს ბრალად 260-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებაც წარედგინებათ მათი ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_117:0:1938:1366_1920x0_80_0_0_4b24a06ed6bb67f351715d4202131d8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, უკრაინა , ქართულ–უკრაინული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, უკრაინა , ქართულ–უკრაინული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
პრემიერი: უკრაინის ხელისუფლების ქმედებები შემაშფოთებელია
კობახიძემ კომენტარი გააკეთა ასაფეთქებელი ნივთიერებების საქმეზე, რომელიც, სუს-ის ვერსიით, დაკავებულებს უკრაინის სპეცსამსახურებმა გადასცეს.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მიმართ უხეში დამოკიდებულება შემაშფოთებელია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
11 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ განაცხადა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე 2,4 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი" შემოიტანეს. სუს-ის ვერსიით, ასაფეთქებელი ნივთიერების მიწოდების საბოლოო პუნქტი თბილისში არსებული ერთ-ერთი სახლი იყო, ნივთიერება კი დაკავებულებს უკრაინის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა გადასცეს. სუს-ის მტკიცებით, „ჰექსოგენის" გამოყენება 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე იგეგმებოდა.
„როდესაც უკრაინის ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის მიმართ ასეთ უხეშ დამოკიდებულებას იჩენს, ეს ძალიან შემაშფოთებელია. დანარჩენი დეტალები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა გამოიძიოს. როდესაც საქმის კონკრეტული ფიგურანტი, დაკავებული, პირდაპირ აცხადებს, რომ მან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან მიიღო დავალება, როდესაც საქმის მასალებიდან, ამ ეტაპზე ირკვევა, რომ ამ ნივთიერების საბოლოო დანიშნულების ადგილი უნდა ყოფილიყო თბილისის ერთ-ერთი რაიონი და ა.შ., ეს კიდევ უფრო აჩენს კითხვებს ამ საქმესთან და იმ განზრახვასთან დაკავშირებით, ვინც ამ საქმის უკან დგანან“, - განაცხადა კობახიძემ.
სუს-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოვიდა.
უწყებამ დააკავა როგორც ავტომობილის მძღოლი, ისე ის პირი, რომელსაც იგი უკვე საქართველოს ტერიტორიაზე დაუკავშირდა. დაკავებულთა ჩხრეკისას ამოღებულია რვა ერთეული მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა ქვეყნის მობილური ოპერატორის სიმბარათები და ნარკოტიკული ნივთიერება "კოკაინი".
გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას და გადაზიდვას გულისხმობს. დაკავებულებს ბრალად 260-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებაც წარედგინებათ მათი ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით.