https://sputnik-georgia.com/20250916/elene-xoshtarias-brali-waukenes-294962146.html
პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა
პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა
Sputnik საქართველო
პოლიციამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 15 სექტემბერს დააკავა. 16.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-16T16:09+0400
2025-09-16T16:09+0400
2025-09-16T16:09+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259846177_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_1cf35846b6597af5e30c96d0a4fbc5a5.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ოპოზიციური პარტია „დროას“ დამფუძნებელ ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია 15 სექტემბერს ვერაზე, საკუთარ სახლთან დააკავა. დაკავების მიზეზი გახდა „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, თბილისის მოქმედი მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაა, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა - გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, შსს-მ გუშინ გაავრცელა. როგორც უწყებაში განმარტეს, გამოძიება, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე დაიწყო. მანამდე, თავად ხოშტარიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც იგი „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო ბანერს აწერს: „რუსული ოცნება". მისი თქმით, ამ ფორმით მან სოლიდარობა გამოუცხადა მეგი დიასამიძეს, რომელიც კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს. სასამართლომ მას 2 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გასულ კვირაში კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია. 8 სექტემბერს კალაძის შტაბთან პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც რამდენიმე ადამიანის დაკავება მოჰყვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259846177_270:264:2051:1600_1920x0_80_0_0_30267f4c01f2bb50e19943824385a1b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა
პოლიციამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 15 სექტემბერს დააკავა.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ოპოზიციური პარტია „დროას“ დამფუძნებელ ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია 15 სექტემბერს ვერაზე, საკუთარ სახლთან დააკავა. დაკავების მიზეზი გახდა „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, თბილისის მოქმედი მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაა, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა - გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ცნობით, შსს-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ბრალდებულმა განზრახ დააზიანა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბზე განთავსებული სამი ბანერი, რამაც გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, შსს-მ გუშინ გაავრცელა. როგორც უწყებაში განმარტეს, გამოძიება, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
მანამდე, თავად ხოშტარიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც იგი „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო ბანერს აწერს: „რუსული ოცნება". მისი თქმით, ამ ფორმით მან სოლიდარობა გამოუცხადა მეგი დიასამიძეს, რომელიც კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს. სასამართლომ მას 2 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
გასულ კვირაში კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია. 8 სექტემბერს კალაძის შტაბთან პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც რამდენიმე ადამიანის დაკავება მოჰყვა.