ანაკლიის პორტი: ჩინელ ინვესტორთან მოლაპარაკებები გრძელდება

© courtesy of Anaklia Portანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2025
გამოწერა
პროექტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და დეტალურ განხილვას საჭიროებს.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი მრავალი დეტალის დაზუსტებას მოითხოვს, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს მთავრობა ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება. ანაკლიის პორტის (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი) 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.
„ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. მოლაპარაკებები აქტიურად წარიმართება, თუმცა არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას, –განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ექვსი ძირითადი საკითხია, რომელიც ამ ეტაპზე აქტიურად განიხილება.
„როგორც კი მოვრიგდებით ყველა თემასთან დაკავშირებით, მოეწერება ხელი საბოლოო ხელშეკრულებას“, -აღნიშნა პრემიერმა.
ანაკლიის პორტის მშენებლობა
ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. ღრმაწყლიანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ახორციელებს უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები სამ წელიწადში დასრულდება.
ანაკლიის პორტის მშენებლობა
ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერი დაიწყო. პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილია ნავსადგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის გაღრმავება და ტალღმტეხელის მშენებლობა.
ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საზღვაო სამშენებლო კომპანიაა. ხელშეკრულების მიხედვით, საზღვაო სამუშაოები სამ წელიწადში დასრულდება.
როგორც ადრე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის პირველი ფაზა არაუგვიანეს 2029 წლისა დასრულდება. პირველ ფაზაში სულ 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და მისი დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ეკონომიკურ განვითარებაში, ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად, ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ნაწილის მშენებლობა, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე ახორციელებს ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტს.
ყველა ახალი ამბავი
0