https://sputnik-georgia.com/20250915/tekla-ekaladze-ti-super-naxevarpinalshi-gavida-294943443.html
თეკლა ეკალაძე პროექტ Ты супер!-ის ნახევარფინალში გავიდა
თეკლა ეკალაძე პროექტ Ты супер!-ის ნახევარფინალში გავიდა
Sputnik საქართველო
ქართველი გოგონა ჟიურის წინაშე წარდგა ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფ The Animals-ის კომპოზიციით House of the Rising Sun. 15.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-15T12:05+0400
2025-09-15T12:05+0400
2025-09-15T12:05+0400
საბავშვო ვოკალური კონკურსი ты супер!"
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24526/62/245266249_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_e7c0dbbde3d65c4d4ce12d1c0e339a17.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. 15 წლის თეკლა ეკალაძე საერთაშორისო ვოკალური კონკურსის Ты супер! ნახევარფინალში გავიდა.ეს პოპულარულ შოუში თეკლას რიგით მეორე მონაწილეობაა. ექვსი წლის წინ მან აღნიშნულ პროექტში საკუთარი ძალები მოსინჯა, თუმცა, ფინალში ვერ მოხვდა. ფინალისკენ მიმავალ გზაზე მან შეასრულა ნინო ქათამაძის კომპოზიცია „ქუჩაში ერთხელ“, რომლითაც არაერთი მაყურებლის გული მოიგო, შემდეგ კი ორიგინალურად წარმოადგინა სიმღერა „სულიკოს“ საკუთარი ინტერპრეტაცია.ამჯერად ქართველი გოგონა ჟიურის წინაშე წარდგა ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფ The Animals-ის კომპოზიციით House of the Rising Sun.კონკურსის მეორე დღეს შოუს ნახევარფინალში სულ ხუთი მონაწილე გავიდა. პროექტში 7-დან 18 წლამდე კონკურსანტები მონაწილეობენ, რომლებიც მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩნენ და ბავშვთა სახლებში, პანსიონებსა და მინდობით აღზრდის ოჯახებში ცხოვრობენ.თეკლა შვიდი წლის ასაკში დაობლდა. სამი წლის ასაკში დაკარგა მამა, რომელიც ზღვაში დაიხრჩო, ოთხი წლის შემდეგ კი თავის ტვინის ანევრიზმით მის თვალწინ დედა დაიღუპა. საერთაშორისო კონკურსი Ты супер! ტარდება ტელეკომპანია НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიო Sputnik-ის მიერ რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24526/62/245266249_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_3f058147c2fe966e88b0297e505db74e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საბავშვო ვოკალური კონკურსი ты супер!", საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
საბავშვო ვოკალური კონკურსი ты супер!", საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
თეკლა ეკალაძე პროექტ Ты супер!-ის ნახევარფინალში გავიდა
ქართველი გოგონა ჟიურის წინაშე წარდგა ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფ The Animals-ის კომპოზიციით House of the Rising Sun.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. 15 წლის თეკლა ეკალაძე საერთაშორისო ვოკალური კონკურსის Ты супер! ნახევარფინალში გავიდა.
ეს პოპულარულ შოუში თეკლას რიგით მეორე მონაწილეობაა. ექვსი წლის წინ მან აღნიშნულ პროექტში საკუთარი ძალები მოსინჯა, თუმცა, ფინალში ვერ მოხვდა. ფინალისკენ მიმავალ გზაზე მან შეასრულა ნინო ქათამაძის კომპოზიცია „ქუჩაში ერთხელ“, რომლითაც არაერთი მაყურებლის გული მოიგო, შემდეგ კი ორიგინალურად წარმოადგინა სიმღერა „სულიკოს“ საკუთარი ინტერპრეტაცია.
ამჯერად ქართველი გოგონა ჟიურის წინაშე წარდგა ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფ The Animals-ის კომპოზიციით House of the Rising Sun.
კონკურსის მეორე დღეს შოუს ნახევარფინალში სულ ხუთი მონაწილე გავიდა.
პროექტში 7-დან 18 წლამდე კონკურსანტები მონაწილეობენ, რომლებიც მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩნენ და ბავშვთა სახლებში, პანსიონებსა და მინდობით აღზრდის ოჯახებში ცხოვრობენ.
თეკლა შვიდი წლის ასაკში დაობლდა. სამი წლის ასაკში დაკარგა მამა, რომელიც ზღვაში დაიხრჩო, ოთხი წლის შემდეგ კი თავის ტვინის ანევრიზმით მის თვალწინ დედა დაიღუპა.
საერთაშორისო კონკურსი Ты супер! ტარდება ტელეკომპანია НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიო Sputnik-ის მიერ რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით.