https://sputnik-georgia.com/20250915/kobaxidzem-moswavleebs-axali-saswavlo-weli-miuloca-294942913.html
პრემიერი: განათლების მხარდაჭერა ჩვენი მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება
პრემიერი: განათლების მხარდაჭერა ჩვენი მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ხარისხიანი განათლება ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, განვითარებისა და სიძლიერის ქვაკუთხედია, დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა... 15.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-15T10:23+0400
2025-09-15T10:23+0400
2025-09-15T11:36+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/15/294223327_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_6ca9e70fd8f3e29e7bc2055cbaa1afc1.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ხარისხიანი განათლება ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, განვითარებისა და სიძლიერის ქვაკუთხედია, დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.დღეს საქართველოს საჯარო და რიგ კერძო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო - ახალ სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 50 ათასამდე პირველკლასელია.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განათლების უწყვეტი პროცესი კრიტიკული აზროვნების განვითარების, საკუთარი შესაძლებლობების შეცნობისა და ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბების გზაა.პრემიერმა მოსწავლეებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა, პედაგოგებს კი დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყებასა და დასრულებას „ზოგადი განათლების შესახებ" კანონი არეგულირებს. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, სწავლა 15 სექტემბერს იწყება და 10 ივნისის შემდეგ პირველ პარასკევს მთავრდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/15/294223327_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_2ea73db2cfe61b2dac4ee08c2229ee7c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
პრემიერი: განათლების მხარდაჭერა ჩვენი მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება
10:23 15.09.2025 (განახლებულია: 11:36 15.09.2025) თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ხარისხიანი განათლება ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, განვითარებისა და სიძლიერის ქვაკუთხედია, დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.
დღეს საქართველოს საჯარო და რიგ კერძო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო - ახალ სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 50 ათასამდე პირველკლასელია.
„ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პატივცემულო მასწავლებლებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც წელს პირველად შეაღო სკოლის ან უნივერსიტეტის კარი", - დაწერა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განათლების უწყვეტი პროცესი კრიტიკული აზროვნების განვითარების, საკუთარი შესაძლებლობების შეცნობისა და ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბების გზაა.
თანამედროვე სამყაროს გამოწვევების ფონზე, სწორედ ხარისხიანი განათლებაა ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, განვითარებისა და სიძლიერის ქვაკუთხედი. ამიტომ, განათლების მხარდაჭერა ჩვენი მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. საინტერესო და წარმატებებით სავსე ახალ სასწავლო წელს გისურვებთ”, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა მოსწავლეებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა, პედაგოგებს კი დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყებასა და დასრულებას „ზოგადი განათლების შესახებ" კანონი არეგულირებს. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, სწავლა 15 სექტემბერს იწყება და 10 ივნისის შემდეგ პირველ პარასკევს მთავრდება.