https://sputnik-georgia.com/20250915/britaneli-eqsperti-dasavluri-media-saqartvelos-movlenebs-amaxinjebs-294946599.html
ბრიტანელი ექსპერტი: დასავლური მედია საქართველოში მიმდინარე მოვლენების სურათს ამახინჯებს
ბრიტანელი ექსპერტი: დასავლური მედია საქართველოში მიმდინარე მოვლენების სურათს ამახინჯებს
Sputnik საქართველო
ბრიტანელი დიპლომატი ტელეარხ „იმედზე“ პოლიტიკურ გადაცემას წაიყვანს 15.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-15T20:13+0400
2025-09-15T20:13+0400
2025-09-15T20:13+0400
საქართველო
საზოგადოება
დიდი ბრიტანეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22832/32/228323209_0:0:2990:1682_1920x0_80_0_0_a48a4d1985116cbc163163acd40137cf.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ბრიტანელი დიპლომატი, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტი იან პრაუდი მიიჩნევს, რომ დასავლურ მედიაში საქართველოში მიმდინარე მოვლენები ცალმხრივად არის გაშუქებული და აცხადებს, რომ აპირებს საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უფრო ობიექტური და დაბალანსებული ხედვა წარუდგინოს.გუშინ, გადაცემა „იმედი LIVE"-ის ეთერში ცნობილი გახდა, რომ იან პრაუდი ახალი გადაცემის წამყვანი გახდება, რომელსაც ტელეკომპანია მაყურებელს უახლოეს მომავალში შესთავაზებს.მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები მედიაში ცალმხრივად შუქდება, მისი მიზანი კი საზოგადოებისთვის ინფორმაციის უფრო ობიექტურად მიწოდებაა. როგორც პრაუდმა აღნიშნა, ახალი პროგრამის ფარგლებში ის გეგმავს იმსჯელოს გლობალურ გამოწვევებზე, სწრაფად ცვალებად მსოფლიო ლანდშაფტში საქართველოს როლზე და საუბრებში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას.„ჩვენ ვისაუბრებთ გლობალურ მოვლენებზე, იმაზე, რაც ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ კონკრეტულად ვისაუბრებთ საქართველოს როლზე სწრაფად ცვალებად გლობალურ ლანდშაფტში, სადაც ზეწოლა მოდის სხვადასხვა მხრიდან - ევროპის, რუსეთის მხრიდან, ასევე ჩინეთთან მზარდი ურთიერთობებზე", - განაცხადა პრაუდმა.როგორც დიპლომატმა აღნიშნა, მისი სურვილია ესაუბროს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განსხვავებული მოსაზრებები.იან პრაუდი ბრიტანულ დიპლომატიურ სამსახურში 20-წლიანი მუშაობის გამოცდილების მქონე დიპლომატია. 2014 წლიდან 2019 წლამდე პერიოდში იგი მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოში მუშაობდა, სადაც სანქციების პოლიტიკით, ეკონომიკური საკითხებითა და კრიზისების მართვით იყო დაკავებული. მანამდე ის მონაწილეობდა ავღანეთსა და ტაილანდში საერთაშორისო მისიებში, ასევე „დიდი რვიანის" სამიტის მომზადებაში.გლობალური კრიზისების, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიული დიპლომატიის ექსპერტი ფლობს რუსულ და ტაილანდურ ენებს. დიპლომატიური კარიერის დასრულების შემდეგ იგი აგრძელებს საერთაშორისო საკითხებზე ანალიზსა და კონსულტაციებს.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22832/32/228323209_259:0:2990:2048_1920x0_80_0_0_6eeb2f68f64a1238e8a63c5deabc3d01.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, დიდი ბრიტანეთი , ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, დიდი ბრიტანეთი , ახალი ამბები
ბრიტანელი ექსპერტი: დასავლური მედია საქართველოში მიმდინარე მოვლენების სურათს ამახინჯებს
ბრიტანელი დიპლომატი ტელეარხ „იმედზე“ პოლიტიკურ გადაცემას წაიყვანს
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ბრიტანელი დიპლომატი, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტი იან პრაუდი მიიჩნევს, რომ დასავლურ მედიაში საქართველოში მიმდინარე მოვლენები ცალმხრივად არის გაშუქებული და აცხადებს, რომ აპირებს საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უფრო ობიექტური და დაბალანსებული ხედვა წარუდგინოს.
გუშინ, გადაცემა „იმედი LIVE"-ის ეთერში ცნობილი გახდა, რომ იან პრაუდი ახალი გადაცემის წამყვანი გახდება, რომელსაც ტელეკომპანია მაყურებელს უახლოეს მომავალში შესთავაზებს.
„თუ მხოლოდ დასავლურ გაზეთებს კითხულობთ, მაშინ მიიღებთ ძალიან დაუბალანსებელ ხედვებს და იმას, რაც რეალურად არ შეესაბამება არსებულ სიტუაციას. მინდა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ წვდომა სხვადასხვა წყაროზე, რომელსაც ვერ მოიძიებთ მეინსტრიმულ მედიაში, რადგან ადამიანებს სჭირდებათ დაბალანსებული, რეალისტური ინფორმაცია, რათა მოახდინონ საკუთარი აზრის ფორმირება", - განაცხადა პრაუდმა.
მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები მედიაში ცალმხრივად შუქდება, მისი მიზანი კი საზოგადოებისთვის ინფორმაციის უფრო ობიექტურად მიწოდებაა. როგორც პრაუდმა აღნიშნა, ახალი პროგრამის ფარგლებში ის გეგმავს იმსჯელოს გლობალურ გამოწვევებზე, სწრაფად ცვალებად მსოფლიო ლანდშაფტში საქართველოს როლზე და საუბრებში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას.
„ჩვენ ვისაუბრებთ გლობალურ მოვლენებზე, იმაზე, რაც ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ კონკრეტულად ვისაუბრებთ საქართველოს როლზე სწრაფად ცვალებად გლობალურ ლანდშაფტში, სადაც ზეწოლა მოდის სხვადასხვა მხრიდან - ევროპის, რუსეთის მხრიდან, ასევე ჩინეთთან მზარდი ურთიერთობებზე", - განაცხადა პრაუდმა.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, მისი სურვილია ესაუბროს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განსხვავებული მოსაზრებები.
„დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ცალმხრივი დებატებია. მსურს, ადამიანებთან ინტენსიური საუბრები მქონდეს მსოფლიო მოვლენებსა და საქართველოზე“, - დასძინა ექსპერტმა.
იან პრაუდი ბრიტანულ დიპლომატიურ სამსახურში 20-წლიანი მუშაობის გამოცდილების მქონე დიპლომატია. 2014 წლიდან 2019 წლამდე პერიოდში იგი მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოში მუშაობდა, სადაც სანქციების პოლიტიკით, ეკონომიკური საკითხებითა და კრიზისების მართვით იყო დაკავებული. მანამდე ის მონაწილეობდა ავღანეთსა და ტაილანდში საერთაშორისო მისიებში, ასევე „დიდი რვიანის" სამიტის მომზადებაში.
გლობალური კრიზისების, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიული დიპლომატიის ექსპერტი ფლობს რუსულ და ტაილანდურ ენებს. დიპლომატიური კარიერის დასრულების შემდეგ იგი აგრძელებს საერთაშორისო საკითხებზე ანალიზსა და კონსულტაციებს.