https://sputnik-georgia.com/20250915/azimuti-tbilissa-da-krasnodars-daakavshirebs-294949912.html
ავიაკომპანია „აზიმუტი“ თბილისსა და კრასნოდარს დააკავშირებს
ავიაკომპანია „აზიმუტი“ თბილისსა და კრასნოდარს დააკავშირებს
Sputnik საქართველო
ავიაკომპანია „აზიმუტი“ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ქალაქებს შორის პირდაპირი რეისების რაოდენობას ზრდის. 15.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-15T20:55+0400
2025-09-15T20:55+0400
2025-09-15T20:55+0400
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0f/277698697_751:759:2736:1876_1920x0_80_0_0_f1d199f3c324eec5facc3e6421dd7b9c.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ 2025 წლის 23 სექტემბრიდან თბილისსა და კრასნოდარს შორის ავიარეისების შესრულებას იწყებს, ნათქვამია ავიაკომპანიის ვებგვერდზე. კურორტულ ქალაქებს შორის ფრენა კვირაში ორი სიხშირით - სამშაბათს და პარასკევს შესრულდება. თვითმფრინავი კრასნოდარიდან (პაშკოვსკის აეროპორტი) ადგილობრივი დროით 10:30 საათზე გამოფრინდება, მგზავრობის დრო 1,5 საათი იქნება. ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე. ავიაკომპანია „აზიმუტი“ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ფრენებს მოსკოვიდან, სოჭიდან, მინვოდიდან, უფადან, სანკტ-პეტერბურგიდან, ნიჟნი ნოვგოროდიდან, ყაზანიდან, სამარადან, ეკატერინბურგიდან და ნოვოსიბირსკიდან 2023 წლიდან ასრულებს.2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0f/277698697_966:707:2753:2047_1920x0_80_0_0_4469cb2e702a3327d3d5a1ab7e172a10.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები
ავიაკომპანია „აზიმუტი“ თბილისსა და კრასნოდარს დააკავშირებს
ავიაკომპანია „აზიმუტი“ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ქალაქებს შორის პირდაპირი რეისების რაოდენობას ზრდის.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ 2025 წლის 23 სექტემბრიდან თბილისსა და კრასნოდარს შორის ავიარეისების შესრულებას იწყებს, ნათქვამია ავიაკომპანიის ვებგვერდზე.
კურორტულ ქალაქებს შორის ფრენა კვირაში ორი სიხშირით - სამშაბათს და პარასკევს შესრულდება. თვითმფრინავი კრასნოდარიდან (პაშკოვსკის აეროპორტი) ადგილობრივი დროით 10:30 საათზე გამოფრინდება, მგზავრობის დრო 1,5 საათი იქნება.
ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე.
ავიაკომპანია „აზიმუტი“ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ფრენებს მოსკოვიდან, სოჭიდან, მინვოდიდან, უფადან, სანკტ-პეტერბურგიდან, ნიჟნი ნოვგოროდიდან, ყაზანიდან, სამარადან, ეკატერინბურგიდან და ნოვოსიბირსკიდან 2023 წლიდან ასრულებს.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.