Wizz Air-მა ქუთაისიდან ვენაში რეისების შეწყვეტა დააანონსა

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკში ავიაკომპანია Wizz Air
 ავიაკომპანია Wizz Air  - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2025
გამოწერა
მგზავრები აღნიშნულ რეისებზე დაჯავშნილ ბილეთებს WIZZ-ის ბონუს-ქულების ან ხელახლა დაჯავშნის შესაძლებლობის სახით მიიღებენ.
თბილისი, 14 სექტემბერი - Sputnik. უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისიდან ვენის მიმართულებით რეისებს თანდათან შეწყვეტს, აღნიშნული ინფორმაცია ავიაკომპანიამ მედიაპლატფორმა BM.ge-ს დაუდასტურა.
Wizz Air-ი ამჟამად ქუთაისის აეროპორტიდან ვენის მიმართულებით კვირაში ოთხი სიხშირით, ხოლო ნოემბრიდან - კვირაში სამი სიხშირით ახროციელებს ფრენებს. ქუთაისი-ვენის რეისების შეწყვეტის ზუსტი დრო უცნობია. ავიაკომპანიის ცნობით, ავსტრიის დედაქალაქში რეისები თანდათანობით გაუქმდება.
Wizzair-ის ცნობით, ვენაში ბაზის დახურვა ორ ეტაპად განხორციელდება - 2025 წლის 26 ოქტომბერს და 2026 წლის 15 მარტს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი მაღალი მოსაკრებელია.
ავიაკომპანიამ, რომელმაც ვენაში ბაზა 2018 წელს გახსნა, განაცხადა, რომ აეროპორტის ფასების, გადასახადებისა და მიწისზედა მომსახურების მოსაკრებლის ზრდამ ოპერაციები მისი დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავის მოდელთან შეუთავსებელი გახადა.
მგზავრები აღნიშნულ რეისებზე დაჯავშნილ ბილეთებს WIZZ-ის ბონუს-ქულების ან ხელახალი დაჯავშნის შესაძლებლობის სახით მიიღებენ.
Wizz Air-ი 2022 წლიდან საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერია.
ამ ეტაპზე, Wizz Air-ი რეისებს ქუთაისიდან 13 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს - მადრიდის, ჰამბურგისა და ლიონის მიმართულებით ახლახან აღდგენილი რეისების ჩათვლით.
2025 წლის შვიდი თვის მონაცემებით, Wizz Air-ი საქართველოში დაახლოებით 900 ათასი მგზავრს მოემსახურა. ამ პერიოდში ავიაკომპანიამ ქუთაისის მიმართულებით და უკან დაახლოებით 4.8 ათასი რეისი განახორციელა, რაც თითქმის 9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ყველა ახალი ამბავი
0