არავინ არის დავიწყებული? როგორ შევინარჩუნოთ ფაშიზმთან ბრძოლაში ქართველთა გმირობის ხსოვნა?

გამოწერა
14 სექტემბერს მთელ მსოფლიოში ფაშიზმის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველოდან ფრონტზე 700 ათასზე მეტი ადამიანი წავიდა. მათი ნახევარი შინ არ დაბრუნებულა - ისინი ბრძოლებში, ტყვეობასა და საკონცენტრაციო ბანაკებში დაიღუპნენ.
დაღუპულ გმირებს საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებით მიაგებდნენ პატივს, თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში არის სამხედრო სასაფლაოები, მემორიალები და ძეგლები. დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ პარკს - ვაკის პარკს, გამარჯვების პარკის სახელით მოიხსენიებენ.
თუმცა, ბოლო წლებში დაღუპულთა მემორიალი მიტოვებულია - პარკის რეაბილიტაციის დროს ეს ნაწილი არ გარემონტებულა. ერთ დროს თბილისში სახლების კედლებზე სვასტიკის გამოსახულებაც კი გაჩნდა.
მაგრამ ბოლო დროს სხვა ტენდენცია შეინიშნება - გამოჩნდა წარწერები „არა ნაციზმს:1941-1945". თუმცა, ქალაქში სახლების კედლებიდან სვასტიკა გაქრა, იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალ თაობებს ემახსოვრებათ საკიუთარი სიცოცხლის ფასად თუ რა დიდი წვლილი შეიტანეს წინაპრებმა ფაშიზმთან ბრძოლაში.
ყველა ახალი ამბავი
0