https://sputnik-georgia.com/20250914/ratom-tqva-uari-eutom-archevnebis-dakirvebaze-294936115.html
რატომ თქვა უარი ეუთოს მისიამ უარი არჩევნების დაკვირვებაზე? „ქართული ოცნების" მოსაზრება
რატომ თქვა უარი ეუთოს მისიამ უარი არჩევნების დაკვირვებაზე? „ქართული ოცნების" მოსაზრება
Sputnik საქართველო
6 სექტემბერს საქართველოს ხელისუფლებამ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას ოფიციალური მოწვევა გაუგზავნა 14.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-14T16:04+0400
2025-09-14T16:04+0400
2025-09-14T16:04+0400
საქართველო
თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო - ეუთო
ეუთო/ოდირი
ახალი ამბები
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24732/13/247321392_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_810f02618dbd262aaf9487eed495020a.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ეუთო/ოდირის მისიამ საქართველოში არჩევნების დაკვირვებაზე უარი განაცხადა იმ ზეწოლისა და ბულინგის გამო, რომლის წინაშეც იგი, რეალური ანგარიშის დაწერის შემთხვევაში, ევრობიუროკრატების მხრიდან აღმოჩნდება, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა.6 სექტემბერს საქართველოს ხელისუფლებამ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას ოფიციალური მოწვევა გაუგზავნა, თუმცა, ორგანიზაციამ მიიჩნია, რომ მოწვევა ძალზე დაგვიანებით (არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე) მიიღო, რაც „სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის არასაკმარის დროს ტოვებს". ეუთოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ობიექტური დაკვირვებისთვის საჭიროა დრო მომზადებისა და საარჩევნო პროცესის ყველა ძირითად ეტაპზე წვდომისთვის. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია ვერ შეძლებს თავისი მისიის გაგზავნას საქართველოში.მისი თქმით, ეუთო/ოდირზე არნახული წნეხი მას შემდეგ განხორციელდა, რაც მათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნეს.„ამ ანგარიშში ასახეს ჩვენი ამომრჩევლის ნება, აღნიშნეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, ცესკომ ძალიან მაღალ დონეზე წარმართა ადმინისტრირება და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ამის შემდეგ ეუთო/ოდირი ბულინგის ობიექტად იქცა და ბუნებრივია, მათ აღარ სურთ ამ ყველაფრის გამეორება", - განაცხადა მაჭავარიანმა.ეუთო/ოდირის მისიის შემაჯამებელი დასკვნის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, თუმცა დაფიქსირდა დარღვევები. გარდა ამისა, შესამჩნევი იყო ქვეყნის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფინანსური დომინანტობა.როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეუთო/ოდირისგან უარი და შემდეგ დასაბუთება, თითქოს ვერ აკომპლექტებდნენ დამკვირვებლებს, მხოლოდ საბაბია.„გვახსოვს საქართველოს შემთხვევა, როცა სააკაშვილის საპრეზიდენტო არჩევნები იყო და ერთ თვეში მოახერხეს დაკომპლექტება. ანალოგიური ვითარებაა ახლა ჩეხეთშიც, სადაც იგივე ვადაში ხდება დაკომპლექტება. ეს შეიძლება რამდენიმე დღეც კი ეყოს, შესაძლოა ერთი კვირა - მაგრამ მაინც ახერხებენ", - განაცხადა მაჭავარიანმა.თვითმმართველობის არჩევნებიადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 14 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24732/13/247321392_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_38b17322432f2e5484a1d41481ab15d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო - ეუთო, ეუთო/ოდირი, ახალი ამბები, ქართული ოცნება
საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო - ეუთო, ეუთო/ოდირი, ახალი ამბები, ქართული ოცნება
რატომ თქვა უარი ეუთოს მისიამ უარი არჩევნების დაკვირვებაზე? „ქართული ოცნების" მოსაზრება
6 სექტემბერს საქართველოს ხელისუფლებამ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას ოფიციალური მოწვევა გაუგზავნა
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ეუთო/ოდირის მისიამ საქართველოში არჩევნების დაკვირვებაზე უარი განაცხადა იმ ზეწოლისა და ბულინგის გამო, რომლის წინაშეც იგი, რეალური ანგარიშის დაწერის შემთხვევაში, ევრობიუროკრატების მხრიდან აღმოჩნდება, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა.
6 სექტემბერს საქართველოს ხელისუფლებამ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას ოფიციალური მოწვევა გაუგზავნა, თუმცა, ორგანიზაციამ მიიჩნია, რომ მოწვევა ძალზე დაგვიანებით (არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე) მიიღო, რაც „სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის არასაკმარის დროს ტოვებს". ეუთოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ობიექტური დაკვირვებისთვის საჭიროა დრო მომზადებისა და საარჩევნო პროცესის ყველა ძირითად ეტაპზე წვდომისთვის. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია ვერ შეძლებს თავისი მისიის გაგზავნას საქართველოში.
„ერთი მხრივ, არ უნდათ, რომ რეპუტაცია დაუზიანდეთ და დაწერონ არასწორი დასკვნა, ხოლო მეორე მხრივ, თუ დაწერენ რეალურ დასკვნას, კვლავ დაფიქსირდება, რომ არჩევნები ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა. მათ კარგად იციან, ამას როგორი ბულინგი მოჰყვება ევრობიუროკრატების მხრიდან და სწორედ ამიტომ ერიდებიან ყველაფერს. ეს კი მხოლოდ საბაბია მათი მხრიდან“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ეუთო/ოდირზე არნახული წნეხი მას შემდეგ განხორციელდა, რაც მათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნეს.
„ამ ანგარიშში ასახეს ჩვენი ამომრჩევლის ნება, აღნიშნეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, ცესკომ ძალიან მაღალ დონეზე წარმართა ადმინისტრირება და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ამის შემდეგ ეუთო/ოდირი ბულინგის ობიექტად იქცა და ბუნებრივია, მათ აღარ სურთ ამ ყველაფრის გამეორება", - განაცხადა მაჭავარიანმა.
ეუთო/ოდირის მისიის შემაჯამებელი დასკვნის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, თუმცა დაფიქსირდა დარღვევები. გარდა ამისა, შესამჩნევი იყო ქვეყნის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფინანსური დომინანტობა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეუთო/ოდირისგან უარი და შემდეგ დასაბუთება, თითქოს ვერ აკომპლექტებდნენ დამკვირვებლებს, მხოლოდ საბაბია.
„გვახსოვს საქართველოს შემთხვევა, როცა სააკაშვილის საპრეზიდენტო არჩევნები იყო და ერთ თვეში მოახერხეს დაკომპლექტება. ანალოგიური ვითარებაა ახლა ჩეხეთშიც, სადაც იგივე ვადაში ხდება დაკომპლექტება. ეს შეიძლება რამდენიმე დღეც კი ეყოს, შესაძლოა ერთი კვირა - მაგრამ მაინც ახერხებენ", - განაცხადა მაჭავარიანმა.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 14 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.
თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.
წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.