ინფრასტრუქტურის მინისტრი: გაზაფხულიდან დავიწყებთ აბასთუმნის რეაბილიტაციის ახალ ეტაპს

აბასთუმანი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2025
გამოწერა
აბასთუმანში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც რეაბილიტაციასთან დაკავშირებული მიმდინარე პრობლემები განიხილეს და მომავალში განსახორციელებელი პროექტებისთვის პრიორიტეტები დასახეს.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. გაზაფხულიდან დავიწყებთ აბასთუმნის რეაბილიტაციის ახალ ეტაპს, განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
ინფრასტრუქტურის მინისტრი აბასთუმანს ეწვია და მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და დაბის შემდგომი განვითარებისთვის არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
„გვქონდა მორიგი სამუშაო შეხვედრა აბასთუმანში, სადაც განვიხილეთ რეაბილიტაციასთან დაკავშირებული მიმდინარე პრობლემები, ასევე ვიმსჯელეთ სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე, დავსახეთ პრიორიტეტები. ზამთრის პერიოდში აქტიურად ვიმუშავებთ, რომ გაზაფხულიდან დავიწყოთ აბასთუმნის რეაბილიტაციის ახალი ეტაპი,“ – განაცხადა სოხაძემ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კომპლექსური საპროექტო ხედვის ჩამოყალიბებაზე, რომელიც მოიცავს ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და რეკრეაციულ-დენდროლოგიურ გადაწყვეტილებებს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, აბასთუმანში ბოლო წლებში არაერთი პროექტი განხორციელდა, თუმცა კურორტის სრულფასოვანი განვითარებისათვის საჭირო გახდა ახალი ეტაპის დაწყება.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კომპლექსური საპროექტო ხედვის ჩამოყალიბებაზე, რომელიც მოიცავს ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და რეკრეაციულ-დენდროლოგიურ გადაწყვეტილებებს.
აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე დაასრულა აბასთუმანში არსებული XIX-XX საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია. ასევე შემუშავდა კურორტ აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა.
ყველა ახალი ამბავი
0