https://sputnik-georgia.com/20250914/lash-guruli-msoplio-chempionats-chaexsna-294934439.html
კრივი: ლაშა გურული მსოფლიო ჩემპიონატს ჩაეხსნა
კრივი: ლაშა გურული მსოფლიო ჩემპიონატს ჩაეხსნა
Sputnik საქართველო
გურული 65 კგ წონით კატეგორიაში ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, რაც ნიშნავს, რომ მას ბრინჯაოს მედალი გარანტირებული აქვს. 14.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-14T14:13+0400
2025-09-14T14:13+0400
2025-09-14T14:13+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/10/292514697_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_fa17d6b1e057a856a959b0c50b9535b2.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ქართველი მოკრივე, პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლაშა გურული ტრავმის გამო ლივერპულში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა, ამის შესახებ თავად სპორტსმენმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა.გურული 65 კგ წონით კატეგორიაში ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, რაც ნიშნავს, რომ მას ბრინჯაოს მედალი გარანტირებული აქვს.როგორც 29 წლის მოკრივემ აღნიშნა, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებიდან, ოლიმპიური თამაშებიდან მედლის გარეშე არ დაბრუნებულა, მაგრამ ახლა მას ძალების სრული აღდგენა და რეაბილიტაცია სჭირდება, რათა 2028 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის აბსოლუტურად ჯანმრთელი იყოს.„ეს ენით აუწერელი სიხარული და სიამაყეა, როდესაც კვარცხლბეკზე დგომისას ქართულ დროშას ვუყურებ, კიდევ ერთხელ ვგრძნობ, რამდენად ბევრს ნიშნავს ჩვენი დროშა და ჩვენი სამშობლო", - დაწერა გურულმა.2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი World Boxing ლივერპულში 4-დან 14 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში იმართება და მასში პლანეტის საუკეთესო მოკრივეები იღებენ მონაწილეობას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/10/292514697_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_18e85bc43289bdb06af209067253dfc6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
კრივი: ლაშა გურული მსოფლიო ჩემპიონატს ჩაეხსნა
გურული 65 კგ წონით კატეგორიაში ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, რაც ნიშნავს, რომ მას ბრინჯაოს მედალი გარანტირებული აქვს.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ქართველი მოკრივე, პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლაშა გურული ტრავმის გამო ლივერპულში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა, ამის შესახებ თავად სპორტსმენმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა.
გურული 65 კგ წონით კატეგორიაში ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, რაც ნიშნავს, რომ მას ბრინჯაოს მედალი გარანტირებული აქვს.
„ნახევარფინალში ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ გავინაღდე ბრინჯაოს მედალი. თუმცა, სამედიცინო კვლევის, ექიმის და გუნდის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ ბრძოლაში, სამწუხაროდ, ვერ მივიღებ მონაწილეობას, რადგან ტრავმირებული ხელით მომიწია სამივე ბრძოლის ჩატარება", - დაწერა გურულმა.
როგორც 29 წლის მოკრივემ აღნიშნა, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებიდან, ოლიმპიური თამაშებიდან მედლის გარეშე არ დაბრუნებულა, მაგრამ ახლა მას ძალების სრული აღდგენა და რეაბილიტაცია სჭირდება, რათა 2028 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის აბსოლუტურად ჯანმრთელი იყოს.
„ეს ენით აუწერელი სიხარული და სიამაყეა, როდესაც კვარცხლბეკზე დგომისას ქართულ დროშას ვუყურებ, კიდევ ერთხელ ვგრძნობ, რამდენად ბევრს ნიშნავს ჩვენი დროშა და ჩვენი სამშობლო", - დაწერა გურულმა.
2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი World Boxing ლივერპულში 4-დან 14 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში იმართება და მასში პლანეტის საუკეთესო მოკრივეები იღებენ მონაწილეობას.