„აიაქსისა" და თბილისის „დინამოს" ლეგენდები 19 ოქტომბერს მატჩს გამართავენ

© Courtesy of FC Dinamo Tbilisi„დინამო" თბილისი
„დინამო თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2025
გამოწერა
გუნდევის შემადგენლობა მოგვიანებით გახდება ცნობილი
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. „დინამო თბილისის“ 100 წლის იუბილის აღსანიშნავად ამსტერდამის „აიაქსის“ ლეგენდები 19 ოქტომბერს დედაქალაქს ეწვევიან და „დინამოს" ვეტერანებთან მატჩს გამართავენ, ინფორმაციას „დინამოს“ პრეს-სამსახური ავრცელებს.
„დინამოს“ და „აიაქსის“ ლეგენდების შეხვედრა „დინამო არენაზე“ 19:00 საათზე დაიწყება.
„დინამო თბილისის“ 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად 19 ოქტომბერს თბილისს ამსტერდამის „აიაქსის“ ლეგენდების გუნდი ესტუმრება. მატჩი Sports Orient-ის ორგანიზებით დაიგეგმა", – ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ორშაბათს, 15 სექტემბრს TKT.ge-ზე დაიწყება – ბილეთის ფასი 10, 15, 20, 25 და 30 ლარი იქნება.
რაც შეეხება გუნდების შემადგენლობას, ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ყველა ახალი ამბავი
0