https://sputnik-georgia.com/20250913/rusetis-moqalaqe-col-qmars-narkodanasaulistvis-8-wlita-da-6-tvit-patimroba-miesajat-294918823.html
რუსეთის მოქალაქე ცოლ-ქმარს ნარკოდანაშაულისთვის 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
რუსეთის მოქალაქე ცოლ-ქმარს ნარკოდანაშაულისთვის 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
Sputnik საქართველო
გრიბული და ზინოვკინა, ასევე რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე, ანტონ ჩეჩინი, საქართველოში ნარკოდანაშაულზე 2024 წლის დეკემბერში დააკავეს. 13.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-13T09:33+0400
2025-09-13T09:33+0400
2025-09-13T09:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a493b3542e04184bd210ccefdb4e059d.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქეებს, ცოლ-ქმარს არტემ გრიბულსა და ანასტასია ზინოვკინას ნარკოდანაშაულისთვის 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დაკავებულებმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს 16.3292 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ (α-PVP), რასაც უკანონოდ ინახავდნენ როგორც პირადად, ასევე, მათ დროებით საცხოვრებელ სახლში. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.მედიის ცნობით, დაკავება მოხდა თბილისში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს, რომელშიც წყვილი მონაწილეობდა. ისინი დაკავებას სწორედ საპროტესტო აქციებს უკავშირებდნენ, ბრალს არ აღიარებენ და აცხადებდნენ, რომ აკრძალული ნივთიერება მათ ჩაუდეს.ქართული მედიის ცნობით, გრიბულმა და ზინოვკინამ განაჩენის პროტესტის ნიშნად შიმშილობის დაწყება გადაწყვიტეს.გრიბული და ზინოვკინა, ასევე რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე, ანტონ ჩეჩინი, საქართველოში ნარკოდანაშაულზე 2024 წლის დეკემბერში დააკავეს.2 სექტემბერს ჩეჩინს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე 8 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა 4,3369 გრამი ნარკოტიკული საშუალება аlfa-PVP.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_129:0:1266:853_1920x0_80_0_0_98eabf8c9b0373d36e98e7a7f335e276.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
რუსეთის მოქალაქე ცოლ-ქმარს ნარკოდანაშაულისთვის 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
გრიბული და ზინოვკინა, ასევე რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე, ანტონ ჩეჩინი, საქართველოში ნარკოდანაშაულზე 2024 წლის დეკემბერში დააკავეს.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქეებს, ცოლ-ქმარს არტემ გრიბულსა და ანასტასია ზინოვკინას ნარკოდანაშაულისთვის 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დაკავებულებმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს 16.3292 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ (α-PVP), რასაც უკანონოდ ინახავდნენ როგორც პირადად, ასევე, მათ დროებით საცხოვრებელ სახლში. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
მედიის ცნობით, დაკავება მოხდა თბილისში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს, რომელშიც წყვილი მონაწილეობდა. ისინი დაკავებას სწორედ საპროტესტო აქციებს უკავშირებდნენ, ბრალს არ აღიარებენ და აცხადებდნენ, რომ აკრძალული ნივთიერება მათ ჩაუდეს.
ქართული მედიის ცნობით, გრიბულმა და ზინოვკინამ განაჩენის პროტესტის ნიშნად შიმშილობის დაწყება გადაწყვიტეს.
გრიბული და ზინოვკინა, ასევე რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე, ანტონ ჩეჩინი, საქართველოში ნარკოდანაშაულზე 2024 წლის დეკემბერში დააკავეს.
2 სექტემბერს ჩეჩინს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე 8 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა 4,3369 გრამი ნარკოტიკული საშუალება аlfa-PVP.