https://sputnik-georgia.com/20250913/qveynis-masstabit-myinvaruli-xeobebis-monitoringi-ganxorcielda-294922165.html
ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგი განხორციელდა
ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგი განხორციელდა
Sputnik საქართველო
სპეციალისტები მიზნობრივ მონიტორინგს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პერიოდულად ახორციელებენ. 13.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-13T16:52+0400
2025-09-13T16:52+0400
2025-09-13T16:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24160/28/241602861_0:163:3061:1885_1920x0_80_0_0_e652d724d32e4207865ab2a3378d39cb.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგი განახორციელა. ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.კერძოდ, სპეციალისტებმა კვლევის ფარგლებში მყინვარული ხეობების ვერტმფრენით შემოფრენა, საველე-ექსპედიციური გზით მყინვარული ხეობების ვიზუალური და ინსტრუმენტული მონიტორინგი, დრონების მეშვეობით გადაღება და გადაღებული მასალის საოფისე სივრცეში ანალიზი/დამუშავება განახორციელეს. უწყების ცნობით, კლიმატური ცვლილებების ფონზე კავკასიონის პერიგლაციალურ ზონებში მზარდია სტიქიური მოვლენების განვითარების რისკი, რის გამოც გარემოს ეროვნული სააგენტო გეოდინამიკური პროცესებისადმი მიდრეკილი ხეობების მიზნობრივ მონიტორინგს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პერიოდულად ახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24160/28/241602861_165:0:2896:2048_1920x0_80_0_0_2db8d84c97fb88bfba4fdddb6ddd4916.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო
ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგი განხორციელდა
სპეციალისტები მიზნობრივ მონიტორინგს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პერიოდულად ახორციელებენ.
თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგი განახორციელა. ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, სპეციალისტებმა კვლევის ფარგლებში მყინვარული ხეობების ვერტმფრენით შემოფრენა, საველე-ექსპედიციური გზით მყინვარული ხეობების ვიზუალური და ინსტრუმენტული მონიტორინგი, დრონების მეშვეობით გადაღება და გადაღებული მასალის საოფისე სივრცეში ანალიზი/დამუშავება განახორციელეს.
„თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ექსპედიციის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით გლაციალური საფრთხეები შეფასდება და პოტენციური რისკის ქვეშ მყოფი არეალები დადგინდება", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, კლიმატური ცვლილებების ფონზე კავკასიონის პერიგლაციალურ ზონებში მზარდია სტიქიური მოვლენების განვითარების რისკი, რის გამოც გარემოს ეროვნული სააგენტო გეოდინამიკური პროცესებისადმი მიდრეკილი ხეობების მიზნობრივ მონიტორინგს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პერიოდულად ახორციელებს.