გურჯაანში ავარიას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

© video: Sputnik / Stringerშემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2025
გამოწერა
თბილისი,13 სექტემბერი - Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა მოცურდა და ამობრუნდა.
შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა ავტომობილის მძღოლი. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვერ მოახერხა.
ყველა ახალი ამბავი
0