არჩევნები-2025: თბილისის მერობისთვის ცხრა ადამიანი იბრძოლებს

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2025
გამოწერა
კანდიდატი არჩეულად ითვლება, თუ მას არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი დაუჭერს მხარს
თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა თბილისის მერობის კანდიდატთა სია, რომელშიც ცხრა ადამიანი აღმოჩნდა.
თბილისის მერის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა 50%-ზე მეტის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.
არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ:
№1 „მამული, ენა, სარწმუნოება“ – თეიმურაზ ბოკელავაძე
№3 „კონსერვატორები საქართველოსთვის“ – ზურაბ მახარაძე
№7 „თავისუფალი საქართველო“ – კახა კუკავა
№8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – ოთარ ჭითანავა
№9 ირაკლი კუპრაძე „ძლიერი საქართველო-ლელო“
№11 გიორგი ლილუაშვილი „საქართველო“
№12 გიორგი გაჩეჩილაძე „მწვანეთა პარტია“
№36 იაგო ხვიჩია „გირჩი“
№41 კახა კალაძე „ქართული ოცნება“
არჩევნები თბილისში
თბილისში 4 ოქტომბერს აირჩევენ დედაქალაქის მერს და საკრებულოს დეპუტატებს. წინასწარი მონაცემებით, დედაქალაქში ამომრჩეველთა რიცხვი 1.035.873 ადამიანს შეადგენს.
თბილისის საკრებულო ყველაზე დიდი მუნიციპალური სათათბირო ორგანოა. იგი შედგება 50 დეპუტატისგან, რომელთაგან 25 აირჩევა იმ პარტიების პარტიული სიებით, რომლებმაც ქალაქის მოსახლეობის ხმების 4%-ზე მეტი მიიღეს, ხოლო 25 დეპუტატი აირჩევა ხმათა უმრავლესობით მათ მაჟორიტარულ ოლქებში. საკრებულოს დეპუტატი უნდა იყოს 21 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობს.
რაც შეეხება თბილისის მერს, ის აირჩევა პირდაპირი კენჭისყრით. მერობის კანდიდატის წარდგენა შეუძლიათ როგორც პარტიებს, ასევე მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებს. თბილისის მერობის კანდიდატი უნდა იყოს 25 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობდეს. იგი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი დაუჭერს მხარს.
თბილისში ხმის მიცემა შეუძლიათ მხოლოდ 18 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში რეგისტრირებულნი არიან ან ფაქტობრივად ცხოვრობენ.
არჩევნებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებულია 12 პარტია.
ყველა ახალი ამბავი
0