120 მილიონი დოლარის ინვესტიცია: საქართველოში „ბორჯომის“ ჩამოსასხმელი ახალი ქარხანა გაიხსნა

© Сourtesy of Georgian Government„ბორჯომის“ ქარხანა
„ბორჯომის“ ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2025
გამოწერა
საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში.
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში „ბორჯომის“ მინერალური წყლის ჩამოსასხმელი ახალი ქარხანა 120 მილიონი დოლარი დაჯდა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ დარგში უმსხვილეს ინვესტიციას წარმოადგენს, საწარმოს გახსნაზე განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.
მსოფლიო დონის ახალი ქარხნის მშენებლობის პროექტი ორი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა, საწარმო 48 ათას კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე მდებარეობს. პრემიერის თქმით, ოთხი ულტრათანამედროვე ჩამომსხმელი ხაზის საწყისი სიმძლავრე წელიწადში 750 მილიონი ბოთლია, 2030 წლისთვის კი - მილიარდს მიაღწევს.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ „ბორჯომის“ მინერალური წყლის წარმოების ისტორიაში ახალი, კიდევ უფრო ამბიციური ეტაპის დაწყებას. სულ რაღაც ორი წლის წინ დაწყებული სამუშაოების შედეგად, აქ, ყვიბისში, 48 ათას კვადრატულ მეტრზე საერთაშორისო სტანდარტების ქარხანა გაიხსნა... ამ პროექტისთვის გაღებული 120-მილიონიანი ინვესტიცია უმსხვილესია, რაც კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ დარგში განხორციელებულა”, - განაცხადა პრემიერმა.
კობახიძის თქმით, „ბორჯომი“ საქართველოს სავიზიტო ბარათს წარმოადგენს მთელს მსოფლიოში.
„ბორჯომი“ არა მხოლოდ ისტორიულად პირველი, დარგის ლიდერი მინერალური წყლის კომპანიაა საქართველოში, იგი ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი მთელს მსოფლიოში. აქ, ამ საწარმოში, „ბორჯომის“ 135-წლიანი ისტორია ხვდება მომავლის ტექნოლოგიებს და წარმოების თანამედროვე ევროპულ კულტურას“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, ქარხანა აგებულია ენერგოეფექტური მასალებით, ხოლო წარმოების თითოეული ეტაპი უმაღლეს საერთაშორისო ეკოლოგიურ სტანდარტებს შეესაბამება.
საწარმოში დასაქმებული 600-ვე ადამიანი ადგილობრივი მაცხოვრებელია.
საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში.
ყველა ახალი ამბავი
0