https://sputnik-georgia.com/20250912/ukrainidan-saqartvelosi-asafetqeblis-semotana-axali-detalebi-294909353.html
უკრაინიდან საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი
უკრაინიდან საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი
Sputnik საქართველო
უწყებამ უნდა გაარკვიოს, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებს, ასევე რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის. 12.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-12T16:44+0400
2025-09-12T16:44+0400
2025-09-12T16:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2d914442f43ebdfc2b12ab970f4eb5f8.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. უკრაინის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანის მძღოლს ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა, რაც ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებითაც დასტურდება, იუწყება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს). 11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა, რომლებსაც აღმოაჩნდათ 2,4 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება "ჰექსოგენი". აღნიშნული ნივთიერება საქართველოში რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოვიდა. სუს-ის მტკიცებით, ეს გარემოება ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებითაც დასტურდება, რომელმაც თქვა, რომ მას აღნიშნული ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და მათ მიერ მითითებული კონკრეტული პირისთვის გადაეცა. „მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების შესახებ, რომ ის უნდა ჩასულიყო რუსეთის ფედერაციაში და იქ მოწყობილიყო „პაუტინა 2“, გამოძიების და სხვადასხვა ოპერატიულ მასალებში ამ ეტაპზე ჩანს ერთადერთი საბოლოო ლოკაცია – თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი", - ნათქვამია განცხადებაში. უწყების ცნობით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებს, ასევე რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის. ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ასევე ამოღებულია რვა ერთეული მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა ქვეყნის მობილური ოპერატორის სიმბარათები და ნარკოტიკული ნივთიერება "კოკაინი". გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას და გადაზიდვას გულისხმობს. დაკავებულებს ბრალად 260-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებაც წარედგინებათ მათი ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_c1ef6e675a16df03c1b80e6efaa2c9b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, უკრაინა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, უკრაინა
უკრაინიდან საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი
უწყებამ უნდა გაარკვიოს, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებს, ასევე რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის.
თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. უკრაინის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანის მძღოლს ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა, რაც ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებითაც დასტურდება, იუწყება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს).
11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა, რომლებსაც აღმოაჩნდათ 2,4 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება "ჰექსოგენი". აღნიშნული ნივთიერება საქართველოში რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოვიდა.
„ბრალდებულების დაკავებიდან დღე-ნახევრის განმავლობაში დამატებით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიება, საიდანაც დგინდება, რომ "მერსედესის" მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლს უკრაინის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის, ე.წ. ესბეუს თანამშრომლებმა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სუს-ის მტკიცებით, ეს გარემოება ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებითაც დასტურდება, რომელმაც თქვა, რომ მას აღნიშნული ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და მათ მიერ მითითებული კონკრეტული პირისთვის გადაეცა.
„მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების შესახებ, რომ ის უნდა ჩასულიყო რუსეთის ფედერაციაში და იქ მოწყობილიყო „პაუტინა 2“, გამოძიების და სხვადასხვა ოპერატიულ მასალებში ამ ეტაპზე ჩანს ერთადერთი საბოლოო ლოკაცია – თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებს, ასევე რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის.
ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ასევე ამოღებულია რვა ერთეული მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა ქვეყნის მობილური ოპერატორის სიმბარათები და ნარკოტიკული ნივთიერება "კოკაინი".
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას და გადაზიდვას გულისხმობს. დაკავებულებს ბრალად 260-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებაც წარედგინებათ მათი ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით.