https://sputnik-georgia.com/20250912/ses-miusafari-zarlebis-populaciis-kontroli-da-vaqcinacia-mnisvnelovania-294910078.html
სეს: უპატრონო/მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და ვაქცინაცია მნიშვნელოვანია
სეს: უპატრონო/მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და ვაქცინაცია მნიშვნელოვანია
Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა... 12.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-12T17:29+0400
2025-09-12T17:29+0400
2025-09-12T17:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
ცხოველთა დაცვა
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/02/281897026_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_213cc7ff3d5e14cf6491d4b00f004512.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. მარტვილში მომხდარმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და ვაქცინაცია, ნათქვამია სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გუშინ ცნობილი გახდა, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაჯახავოში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, 2 თვის ლეკვმა, რომლის დედა ოჯახმა რამდენიმე თვის წინ მიიკედლა, დაკბინა მიმკედლებელი. სააგენტომ პათოლოგიური მასალა დიაგნოსტიკისთვის ლაბორატორიაში გადააგზავნა. ლაბორატორიული გამოკვლევით, ცოფი დადასტურდა. აღნიშნული ფაქტის გამო, ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი. როგორც სეს-ის უფროსის მოადგილემ, ვასილ კვერნაძემ განაცხადა, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ეწინააღმდეგება მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა აგვისტოში დაიწყო. პროგრამა მიუსაფარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას და ვაქცინაციას ითვალისწინებს. 10 სექტემბრის მონაცემებით, მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში თავშესაფარში გადაყვანილი და ცოფის საწინააღმდეგოდ აცრილია 2 113 ძაღლი და კატა (კახეთში – 789, აჭარაში – 513, იმერეთში – 802 ძაღლი და 9 კატა). 2085 იდენტიფიცირებულია როგორც დოკუმენტურად, ასევე საყურე ნიშნით (28-ს ჰქონდა საყურე ნიშანი); 1 835 ძაღლს/კატას გაუკეთდა სტერილიზაცია/კასტრაცია. ბუნებრივ გარემოში დაბრუნდა 1 863 ძაღლი/კატა, ამჟამად თავშესაფარში იმყოფება 250 ძაღლი/კატა. ყველა მათგანი ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას. პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9 ათასი უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად. უწყების ცნობით, პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტომ შეიძინა 20 ავტომანქანა, რომლებიც აღჭურვილია სავენტილაციო სისტემით, გალიებით, შესაბამისი პრეპარატებით და ინვენტარით. პროგრამის განხორციელებისთვის დამატებით აყვანილია 40 თანამშრომელი, რომლებიც 20 ეკიპაჟად მუშაობენ. პირველ ეტაპზე პროგრამა ბათუმის, ქუთაისისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით განხორციელდება. ამასთან, მუნიციპალიტეტებს გადაეცემა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები, ტესტები, ინსინირატორები სახიფათო ნარჩენებისთვის და სხვ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/02/281897026_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_b1674124048832c797e086d75f224ae4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა დაცვა, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა დაცვა, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
სეს: უპატრონო/მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და ვაქცინაცია მნიშვნელოვანია
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა აგვისტოში დაიწყო.
თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. მარტვილში მომხდარმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და ვაქცინაცია, ნათქვამია სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაჯახავოში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, 2 თვის ლეკვმა, რომლის დედა ოჯახმა რამდენიმე თვის წინ მიიკედლა, დაკბინა მიმკედლებელი. სააგენტომ პათოლოგიური მასალა დიაგნოსტიკისთვის ლაბორატორიაში გადააგზავნა. ლაბორატორიული გამოკვლევით, ცოფი დადასტურდა. აღნიშნული ფაქტის გამო, ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი.
როგორც სეს-ის უფროსის მოადგილემ, ვასილ კვერნაძემ განაცხადა, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ეწინააღმდეგება მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს.
„ცხოველთა და ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხოების მიზნით, ზოონოზური დაავადებების საწინააღმდეგოდ სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად მილიონობით ვეტერინარულ მანიპულაციას ახორციელებს, რაც ეტაპობრივად ისახება შედეგზე. აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ პროცესში აუცილებელია მოსახლეობის მხრიდან პრობლემის სიმძაფრის გააზრება და გადაჭრის ღონისძიებებში აქტიური ჩართულობა", – განაცხადა კვერნაძემ.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა აგვისტოში დაიწყო. პროგრამა მიუსაფარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას და ვაქცინაციას ითვალისწინებს.
10 სექტემბრის მონაცემებით, მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში თავშესაფარში გადაყვანილი და ცოფის საწინააღმდეგოდ აცრილია 2 113 ძაღლი და კატა (კახეთში – 789, აჭარაში – 513, იმერეთში – 802 ძაღლი და 9 კატა). 2085 იდენტიფიცირებულია როგორც დოკუმენტურად, ასევე საყურე ნიშნით (28-ს ჰქონდა საყურე ნიშანი); 1 835 ძაღლს/კატას გაუკეთდა სტერილიზაცია/კასტრაცია.
ბუნებრივ გარემოში დაბრუნდა 1 863 ძაღლი/კატა, ამჟამად თავშესაფარში იმყოფება 250 ძაღლი/კატა. ყველა მათგანი ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს.
აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას.
პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9 ათასი უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.
უწყების ცნობით, პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტომ შეიძინა 20 ავტომანქანა, რომლებიც აღჭურვილია სავენტილაციო სისტემით, გალიებით, შესაბამისი პრეპარატებით და ინვენტარით. პროგრამის განხორციელებისთვის დამატებით აყვანილია 40 თანამშრომელი, რომლებიც 20 ეკიპაჟად მუშაობენ.
პირველ ეტაპზე პროგრამა ბათუმის, ქუთაისისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით განხორციელდება.
ამასთან, მუნიციპალიტეტებს გადაეცემა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები, ტესტები, ინსინირატორები სახიფათო ნარჩენებისთვის და სხვ.