სამრეთ კორეაში საქართველოზე ფილმს აჩვენებენ

© Courtesy of the Georgian National Tourism Administration უცხოელი ჟურნალისტები საქართველოში
უცხოელი ჟურნალისტები საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2025
გამოწერა
შემეცნებითი სამაუწყებლო არხის EBS Korea-ს გადამღებ ჯგუფს საქართველოში მეგზურობას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უწევს.
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. სამხრეთ კორეის რეიტინგული შემეცნებითი სამაუწყებლო არხი EBS Korea საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასპინძლობს EBS Korea-s გადამღებ ჯგუფს, რომელიც გადაცემისთვის World Theme Travel საქართველოს შესახებ კიდევ ერთ დოკუმენტ ფილმს ამზადებს.
EBS Korea-ს წარმომადგენლები გადაიღებენ თბილისის ტურისტულ ადგილებს, კახეთში რთველს, სამცხე-ჯავახეთში ფარავნის ტბას, იმერეთში ოკაცეს კანიონსა და პრომეთეს მღვიმეს, სამეგრელოში მარტვილის კანიონს, სვანეთში მესტიას, უშგულს, ქორულდის ტბას, ჭალაათის მყინვარს, შდუგრას ჩანჩქერს, შხარას, მცხეთა-მთიანეთში სტეფანწმინდას, თრუსოს ხეობასა და გერგეტის სამებას.
გარდა ამისა, ტურის მონაწილეები გაეცნობიან ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტრადიციებს.
ადმინისტრაციის ცნობით, EBS Korea-ს დოკუმენტური ფილმების რედაქციას Youtube-ზე 5 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
ყველა ახალი ამბავი
0