https://sputnik-georgia.com/20250912/premieri-dasavletis-opoziciis-da-qveynis-momavlis-sesaxeb-mtavari-momentebi-interviudan-294913807.html
პრემიერი დასავლეთის, ოპოზიციისა და ქვეყნის მომავლის შესახებ
პრემიერი დასავლეთის, ოპოზიციისა და ქვეყნის მომავლის შესახებ
Sputnik საქართველო
კობახიძე იმედოვნებს, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება, ოპოზიციაში კი რეალურ კონკურენტს ვერ ხედავს 12.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-12T20:12+0400
2025-09-12T20:12+0400
2025-09-12T20:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_0:37:2048:1189_1920x0_80_0_0_939112f0a14fd8924a3e4226304d8632.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს საგარეო პოლიტიკა - პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში აქტუალურ კითხვებს უპასუხა.აშშ-ის სენატში MEGOBARI Act-ის ჩავარდნა და ვაშინგტონის დუმილისაქართველოს მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველო აშშ-სგან ოფიციალურ პასუხს ელოდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლების წინადადებაზე. მისი თქმით, თბილისი მზადაა განიხილოს ნებისმიერი საკითხი და ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დაიწყოს, კონკრეტული საგზაო რუკის შესაბამისად. სანამ ამერიკული მხარე დუმს, საქართველო მოთმინებას იჩენს, მათ შორის ახალი აშშ-ის ელჩის დანიშვნის მოლოდინში.ის ასევე შეეხო „მეგობარი აქტის“ მიღების შეჩერებას, რაც კარგი ნიშანია და ეს მოწმობს, რომ ამ შემთხვევაში „დიფ სთეითმა“ ვერ გაიტანა თავისი. კობახიძის თქმით, საქართველო-ამერიკის ურთიერთობების მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს პოლიტიკურ ბრძოლაში შეერთებულ შტატებში - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია თუ „დიპ სტეიტი“.„ამაზე იქნება დამოკიდებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა, ვინ მოიგებს ამ ბრძოლას ტრამპის ადმინისტრაცია, თუ „დიფ სთეითი“, ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ბრძოლა,“- განაცხადა პრემიერმა.მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას" - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.პრემიერ-მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა 10 სექტემბერს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენებზე, რა დროსაც ისმოდა მოქმედი მთავრობის კრიტიკა და მოწოდებები MEGOBARI Act-ის მიღებისკენ.მან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა ხიდაშელს, რომლებიც ჰელსინკის კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ, უწოდა მოღალატეები და ტრაგიკული ფიგურები, რომლებიც ვაშინგტონში სამარცხვინო ტყუილების გასავრცელებლად ჩავიდნენ.„მათი ტრაგედიაა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენთვისაც ტრაგედიაა ნებისმიერი ქართველი, რომელიც ღალატს სჩადის, რასაც გაგებით და ლოიალობით ვერ მოვეკიდებით“, - აღნიშნა კობახიძემ.საქართველო და ევროკავშირიუვიზო რეჟიმის შეჩერება კონტპროდუქტიული იქნება მათთვის, ხოლო საქართველოში ამ გადაწყვეტილებით „ვერავითარ არსებით არეულობასაც კი ვერ გამოიწვევენ“. მისი თქმით, ქვეყნისთვის მთავარია ეროვნული ინტერესების დაცვა და ხელისუფლება მათ ბოლომდე დაიცავს.პრემიერის თქმით, კრიტიკოსები ვერ ხსნიან, რატომ არის ცუდი კანონები „გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ - მათ ამის აღიარების ეშინიათ.„მოვიდნენ, არგუმენტები დაგვიდონ და ვნახოთ, იქნებ რაღაცაზე შევჯერდეთ, მაგრამ ვერ გვეუბნებიან ვერც ერთ არგუმენტს, - განაცხადა პრემიერმა.მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპული ბიუროკრატია გარე კონტროლის ქვეშაა, რამაც ევროკავშირი რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. მისი აზრით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში ნებისმიერი ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ.დესტაბილიზაციის მცდელობებიპრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად ეწინააღმდეგება რევოლუციის ორგანიზების მცდელობებს და სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გამჭვირვალობის კანონი. როგორც მან აღნიშნა, გაუმჭვირვალობა იყო მთავარი ინსტრუმენტი გადატრიალების მარტივად ორგანიზებისთვის.მისი თქმით, ამ ძალებს რესურსები უკვე ამოეწურათ, დაუშვებელია რომ გამოდის 20 კაცი და აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს იმით, რომ კეტავს თბილისის ცენტრალურ გამზირს. ეს უნდა დასრულდეს, ეს დამთავრდება. ხალხი ამას მოთმინებით უყურებს, ჩვენც მოთმინებით ვუყურებთ, მაგრამ ერთხელ ამას აუცილებლად დავასრულებთ ისე, რომ აღარ განმეორდეს.„ჩვენს საზოგადოებას უნდა მშვიდად ცხოვრება. ეს არის მთავარი ინტერესი, მშვიდობა, სიმშვიდე, განვითარება. რასაც ჩვენ ვხედავთ ამ ფსევდოლიბერალების სახით, მათ აქვთ ზუსტად საპირისპირო, არა სურვილი და მიზანი, არამედ დაკვეთა, დავალება, რომ დაარღვიონ ოდნავ მაინც, თუნდაც ოდნავ, მშვიდობა, სიმშვიდე ქვეყანაში, არ მისცენ სრულფასოვნად განვითარების საშუალება ამ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ამის მიმართ ვერ ვიქნებით ჩვენ ლოიალურები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.სიურპრიზები რადიკალებისთვისარსებობენ გავლენიანი ძალები, რომლებსაც საქართველოში დესტაბილიზაციის სცენარის განხორციელება სურდათ, თუმცა მთავრობამ ამის თავიდან აცილება შეძლო. მთავრობის მეთაურმა დასძინა, რომ ოპოზიციას კიდევ ბევრ „სიურპრიზი“ ელის, რომელთაგან ერთ-ერთი ხუთშაბათს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაპატიმრებაა.პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ნდობა დაკარგა და შედგება რეპუტაცია დაკარგული ადამიანებისგან. მისი თქმით, მათი ქმედებები გარე ძალებისა და სპეცსამსახურების მონაწილეობით დაწერილ პრიმიტიულ სცენარებს ეფუძნება. მან დასძინა, რომ ოპოზიცია არსებითად „მკვდარია“ და რეალურ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს.მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველ პარტიას მაღალი, 65%-იანი რეიტინგი აქვს და ამ ფონზე ოპონენტების ქმედებები უმნიშვნელო რამეს - „ჭიქაში ქარიშხალს“ ჰგავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_117:0:1938:1366_1920x0_80_0_0_4b24a06ed6bb67f351715d4202131d8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
პრემიერი დასავლეთის, ოპოზიციისა და ქვეყნის მომავლის შესახებ
კობახიძე იმედოვნებს, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება, ოპოზიციაში კი რეალურ კონკურენტს ვერ ხედავს
თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს საგარეო პოლიტიკა - პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში აქტუალურ კითხვებს უპასუხა.
აშშ-ის სენატში MEGOBARI Act-ის ჩავარდნა და ვაშინგტონის დუმილი
საქართველოს მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველო აშშ-სგან ოფიციალურ პასუხს ელოდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლების წინადადებაზე. მისი თქმით, თბილისი მზადაა განიხილოს ნებისმიერი საკითხი და ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დაიწყოს, კონკრეტული საგზაო რუკის შესაბამისად. სანამ ამერიკული მხარე დუმს, საქართველო მოთმინებას იჩენს, მათ შორის ახალი აშშ-ის ელჩის დანიშვნის მოლოდინში.
„ჯერჯერობით არის არსებითად დუმილი. დაველოდებით აშშ-ს ოფიციალურ ოპოზიციას“, - განაცხადა პრემიერმა.
ის ასევე შეეხო „მეგობარი აქტის“ მიღების შეჩერებას, რაც კარგი ნიშანია და ეს მოწმობს, რომ ამ შემთხვევაში „დიფ სთეითმა“ ვერ გაიტანა თავისი. კობახიძის თქმით, საქართველო-ამერიკის ურთიერთობების მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს პოლიტიკურ ბრძოლაში შეერთებულ შტატებში - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია თუ „დიპ სტეიტი“.
„ამაზე იქნება დამოკიდებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა, ვინ მოიგებს ამ ბრძოლას ტრამპის ადმინისტრაცია, თუ „დიფ სთეითი“, ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ბრძოლა,“- განაცხადა პრემიერმა.
მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას" - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
პრემიერ-მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა 10 სექტემბერს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენებზე, რა დროსაც ისმოდა მოქმედი მთავრობის კრიტიკა და მოწოდებები MEGOBARI Act-ის მიღებისკენ.
მან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა ხიდაშელს, რომლებიც ჰელსინკის კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ, უწოდა მოღალატეები და ტრაგიკული ფიგურები, რომლებიც ვაშინგტონში სამარცხვინო ტყუილების გასავრცელებლად ჩავიდნენ.
„მათი ტრაგედიაა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენთვისაც ტრაგედიაა ნებისმიერი ქართველი, რომელიც ღალატს სჩადის, რასაც გაგებით და ლოიალობით ვერ მოვეკიდებით“, - აღნიშნა კობახიძემ.
საქართველო და ევროკავშირი
უვიზო რეჟიმის შეჩერება კონტპროდუქტიული იქნება მათთვის, ხოლო საქართველოში ამ გადაწყვეტილებით „ვერავითარ არსებით არეულობასაც კი ვერ გამოიწვევენ“. მისი თქმით, ქვეყნისთვის მთავარია ეროვნული ინტერესების დაცვა და ხელისუფლება მათ ბოლომდე დაიცავს.
„უგუნური გადაწყვეტილება ბევრი მიუღიათ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს, თუმცა არ მგონია, რომ ასეთი უგუნური გადაწყვეტილება მიიღონ. დანარჩენი ვნახოთ, ჩვენთვის მთავარია ჩვენი საკვანძო ეროვნული ინტერესების დაცვა და ამ ინტერესებს ბოლომდე დავიცავთ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერის თქმით, კრიტიკოსები ვერ ხსნიან, რატომ არის ცუდი კანონები „გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ - მათ ამის აღიარების ეშინიათ.
„მოვიდნენ, არგუმენტები დაგვიდონ და ვნახოთ, იქნებ რაღაცაზე შევჯერდეთ, მაგრამ ვერ გვეუბნებიან ვერც ერთ არგუმენტს, - განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპული ბიუროკრატია გარე კონტროლის ქვეშაა, რამაც ევროკავშირი რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. მისი აზრით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში ნებისმიერი ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ.
დესტაბილიზაციის მცდელობები
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად ეწინააღმდეგება რევოლუციის ორგანიზების მცდელობებს და სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გამჭვირვალობის კანონი. როგორც მან აღნიშნა, გაუმჭვირვალობა იყო მთავარი ინსტრუმენტი გადატრიალების მარტივად ორგანიზებისთვის.
„ერთადერთი რაც აინტერესებდათ, ეს იყო ბუნდოვანება, გაუმჭვირვალობა, იმისათვის, რომ გაუმჭვირვალედ მოეწყოთ ჩვენს ქვეყანაში რევოლუცია და დაჰპირისპირებოდნენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ეს ყველაფერი არის დასამთავრებელი - უცხოური აგენტურა, ეს სიმახინჯე, ეს ფსევდოლიბერალების რადიკალიზმი. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, ამ ძალებს რესურსები უკვე ამოეწურათ, დაუშვებელია რომ გამოდის 20 კაცი და აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს იმით, რომ კეტავს თბილისის ცენტრალურ გამზირს. ეს უნდა დასრულდეს, ეს დამთავრდება. ხალხი ამას მოთმინებით უყურებს, ჩვენც მოთმინებით ვუყურებთ, მაგრამ ერთხელ ამას აუცილებლად დავასრულებთ ისე, რომ აღარ განმეორდეს.
„ჩვენს საზოგადოებას უნდა მშვიდად ცხოვრება. ეს არის მთავარი ინტერესი, მშვიდობა, სიმშვიდე, განვითარება. რასაც ჩვენ ვხედავთ ამ ფსევდოლიბერალების სახით, მათ აქვთ ზუსტად საპირისპირო, არა სურვილი და მიზანი, არამედ დაკვეთა, დავალება, რომ დაარღვიონ ოდნავ მაინც, თუნდაც ოდნავ, მშვიდობა, სიმშვიდე ქვეყანაში, არ მისცენ სრულფასოვნად განვითარების საშუალება ამ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ამის მიმართ ვერ ვიქნებით ჩვენ ლოიალურები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სიურპრიზები რადიკალებისთვის
არსებობენ გავლენიანი ძალები, რომლებსაც საქართველოში დესტაბილიზაციის სცენარის განხორციელება სურდათ, თუმცა მთავრობამ ამის თავიდან აცილება შეძლო. მთავრობის მეთაურმა დასძინა, რომ ოპოზიციას კიდევ ბევრ „სიურპრიზი“ ელის, რომელთაგან ერთ-ერთი ხუთშაბათს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაპატიმრებაა.
„სიურპრიზების მთავარი ადრესატი ჩვენთვის არის ხოლმე რადიკალური ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მათ ვერ გავახარებთ, ცხრა არჩევნები მოვუგეთ, ყველა პროცესში მოვუგეთ, ყველანაირი რადიკალიზაციის სცენარი ჩავუგდეთ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ ძალიან დიდი მხარდაჭერა ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ნდობა დაკარგა და შედგება რეპუტაცია დაკარგული ადამიანებისგან. მისი თქმით, მათი ქმედებები გარე ძალებისა და სპეცსამსახურების მონაწილეობით დაწერილ პრიმიტიულ სცენარებს ეფუძნება. მან დასძინა, რომ ოპოზიცია არსებითად „მკვდარია“ და რეალურ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს.
მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველ პარტიას მაღალი, 65%-იანი რეიტინგი აქვს და ამ ფონზე ოპონენტების ქმედებები უმნიშვნელო რამეს - „ჭიქაში ქარიშხალს“ ჰგავს.