https://sputnik-georgia.com/20250912/papuasvili-liberalurma-fasizmma-saqartvelosi-sizulvilisa-da-mtrobis-qselebi-seqmna-294912897.html
პაპუაშვილი: „ლიბერალურმა ფაშიზმმა“ საქართველოში სიძულვილისა და მტრობის ქსელები შექმნა
პაპუაშვილი: „ლიბერალურმა ფაშიზმმა“ საქართველოში სიძულვილისა და მტრობის ქსელები შექმნა
Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკელი აქტივისტის მკვლელობასა და საქართველოში არსებულ „ლიბერალურ ფაშიზმს“ შორის კავშირს ხედავს 12.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-12T18:06+0400
2025-09-12T18:06+0400
2025-09-12T18:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523716_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_59bcd45a4c96061dfb3486b2b99ac0e4.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. „ლიბერალურმა ფაშიზმმა“ საქართველოში შექმნა ჯგუფები, რომლებიც უცხოელი დონორების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მეშვეობით სიძულვილსა და მტრობას ავრცელებენ, რომელთა ქმედებები აშკარაა და ყოველდღიურად ვლინდება, - დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკელი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობას გამოეხმაურა, რომელიც იუტას უნივერსიტეტში გამართულ მასობრივ ღონისძიებაზე კისერში ესროლეს. მოგვიანებით ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.„ლიბერალური ფაშიზმის“ ქვეშ მმართველი პარტია გულისხმობს ტყუილს, განსხვავებული აზრის მიუღებლობას და საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივებას უცხოური დაფინანსების დახმარებით.პაპუაშვილის თქმით, ამერიკაში დატრიალებულმა ტრაგედიამ შოკში ჩააგდო მთელი მსოფლიო. მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებსაც კონსერვატორი სპიკერის, ჩარლი კირკის შესახებ არასდროს სმენიათ.პაპუაშვილის თქმით, ამ მკვლელობამ კიდევ ერთხელ, ნათლად დაგვანახა მთავარი ტრაგედია - ზიზღის, სიძულვილის, შუღლის მთესველი იდეოლოგები და აგიტატორები, რომლებიც ფაშისტური ვნებით ამრუდებენ საჯარო სივრცეს, გონებას უბინდავენ მოწყვლად ადამიანებს, აქცევენ მათ დეჰუმანიზებულ არსებებად და არათუ პოტენციურ, არამედ რეალურ სასხლეტის გამომკვრელებად.მედიების, არასამთავრობოების და აქტივისტების ნაწილი მან დაადანაშაულა „სიძულვილის ქსელის“ შექმნაში, სადაც თითოეული წევრს კონფლიქტის გაღვივებასა და საზოგადოების პოლარიზებაში საკუთარი წვლილი შეაქვს.„ზოგიერთი დონორი ექსტრემიზმს სამოქალაქო აქტივიზმს ეძახის და უხვად აფინანსებს. ხოლო ზოგიერთი, გეოპოლიტიკურად დაინტერესებული უცხოელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატი წახალისებით, სიტყვით თუ მხარდაჭერით სრულ კარტ-ბლანშს აძლევს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.სპიკერის თქმით, ასე იქმნება სიძულვილის გარემო, რომელიც წამლავს ჩვენს ყოველდღიურობას, ჩვენს შვილებს და ჩვენს მომავალს. ის დარწმუნებულია, იმისთვის რომ გავუმკლავდეთ ამ საზარელ სენს, საჭიროა მეტი სიფხიზლე და მეტი სიკეთე, რომელიც აუცილებლად სძლევს ბოროტს.მისი თქმით, ქართულ კულტურასა და ისტორიაში ბოროტება იკურნება სიკეთით და სიყვარულით, და არა სიძულვილით.მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აშშ-ში მომხდარი მკვლელობის კომენტირებისას, აღნიშნა, რომ ტრაგედია დღისით, უნივერსიტეტის ეზოში მოხდა და საყოველთაო დაგმობა გამოიწვია - როგორც ამერიკელი პოლიტიკოსების, ასევე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების, მათ შორის თავად პრეზიდენტის მხრიდან.მისი თქმით, ეს საშინელი და დასაგმობი ფაქტია, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ რას იწვევს ე.წ. ფსევდოლიბერალების ქმედებები და როგორ ანადგურებენ ისინი თანამედროვე სამყაროს.საქართველოს მთავრობის მეთაურმა პარალელი გაავლო მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებთან და მიმდინარე მოვლენებს კატასტროფული ტენდენცია უწოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523716_108:0:2839:2048_1920x0_80_0_0_f283566a3c05d923bc3c13945a64ace1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, შალვა პაპუაშვილი
პაპუაშვილი: „ლიბერალურმა ფაშიზმმა“ საქართველოში სიძულვილისა და მტრობის ქსელები შექმნა
პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკელი აქტივისტის მკვლელობასა და საქართველოში არსებულ „ლიბერალურ ფაშიზმს“ შორის კავშირს ხედავს
თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. „ლიბერალურმა ფაშიზმმა“ საქართველოში შექმნა ჯგუფები, რომლებიც უცხოელი დონორების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მეშვეობით სიძულვილსა და მტრობას ავრცელებენ, რომელთა ქმედებები აშკარაა და ყოველდღიურად ვლინდება, - დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკელი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობას გამოეხმაურა, რომელიც იუტას უნივერსიტეტში გამართულ მასობრივ ღონისძიებაზე კისერში ესროლეს. მოგვიანებით ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
„ლიბერალურმა ფაშიზმმა შეძლო და მსგავსი დაჯგუფებები საქართველოშიც გააჩინა, ყოველდღიურად ზიზღის და სიძულვილის გარემოს მკვებავები. ისევე, როგორც საუკუნის წინანდელი ბოლშევიზმი, მისი იდეური მემკვიდრე ლიბერალური ფაშიზმიც, ჩვენში, გარედან ჩანერგილი, თავსმოხვეული იდეოლოგია და პრაქტიკაა“, - დაწერა პაპუაშვილმა.
„ლიბერალური ფაშიზმის“ ქვეშ მმართველი პარტია გულისხმობს ტყუილს, განსხვავებული აზრის მიუღებლობას და საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივებას უცხოური დაფინანსების დახმარებით.
პაპუაშვილის თქმით, ამერიკაში დატრიალებულმა ტრაგედიამ შოკში ჩააგდო მთელი მსოფლიო. მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებსაც კონსერვატორი სპიკერის, ჩარლი კირკის შესახებ არასდროს სმენიათ.
პაპუაშვილის თქმით, ამ მკვლელობამ კიდევ ერთხელ, ნათლად დაგვანახა მთავარი ტრაგედია - ზიზღის, სიძულვილის, შუღლის მთესველი იდეოლოგები და აგიტატორები, რომლებიც ფაშისტური ვნებით ამრუდებენ საჯარო სივრცეს, გონებას უბინდავენ მოწყვლად ადამიანებს, აქცევენ მათ დეჰუმანიზებულ არსებებად და არათუ პოტენციურ, არამედ რეალურ სასხლეტის გამომკვრელებად.
მედიების, არასამთავრობოების და აქტივისტების ნაწილი მან დაადანაშაულა „სიძულვილის ქსელის“ შექმნაში, სადაც თითოეული წევრს კონფლიქტის გაღვივებასა და საზოგადოების პოლარიზებაში საკუთარი წვლილი შეაქვს.
„ზოგიერთი დონორი ექსტრემიზმს სამოქალაქო აქტივიზმს ეძახის და უხვად აფინანსებს. ხოლო ზოგიერთი, გეოპოლიტიკურად დაინტერესებული უცხოელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატი წახალისებით, სიტყვით თუ მხარდაჭერით სრულ კარტ-ბლანშს აძლევს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, ასე იქმნება სიძულვილის გარემო, რომელიც წამლავს ჩვენს ყოველდღიურობას, ჩვენს შვილებს და ჩვენს მომავალს. ის დარწმუნებულია, იმისთვის რომ გავუმკლავდეთ ამ საზარელ სენს, საჭიროა მეტი სიფხიზლე და მეტი სიკეთე, რომელიც აუცილებლად სძლევს ბოროტს.
მისი თქმით, ქართულ კულტურასა და ისტორიაში ბოროტება იკურნება სიკეთით და სიყვარულით, და არა სიძულვილით.
„ეს არის ჩვენი კულტურის ფესვი, რომელსაც უცხო, თავსმოხვეული მეთოდებით ვერ აღმოფხვრიან“, - წერს პაპუაშვილი.
მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აშშ-ში მომხდარი მკვლელობის კომენტირებისას, აღნიშნა, რომ ტრაგედია დღისით, უნივერსიტეტის ეზოში მოხდა და საყოველთაო დაგმობა გამოიწვია - როგორც ამერიკელი პოლიტიკოსების, ასევე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების, მათ შორის თავად პრეზიდენტის მხრიდან.
მისი თქმით, ეს საშინელი და დასაგმობი ფაქტია, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ რას იწვევს ე.წ. ფსევდოლიბერალების ქმედებები და როგორ ანადგურებენ ისინი თანამედროვე სამყაროს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა პარალელი გაავლო მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებთან და მიმდინარე მოვლენებს კატასტროფული ტენდენცია უწოდა.