https://sputnik-georgia.com/20250912/juanser-burwulazes-brali-sesazloa-klinikasi-warudginon-294905873.html
ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალი შესაძლოა კლინიკაში წარუდგინონ
ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალი შესაძლოა კლინიკაში წარუდგინონ
Sputnik საქართველო
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯერ კიდევ კლინიკაში რჩება, სადაც ტვინის შერყევაზე მკურნალობს 12.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-12T12:17+0400
2025-09-12T12:17+0400
2025-09-12T12:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯუანშერ ბურჭულაძე
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263058328_227:28:1264:611_1920x0_80_0_0_38aa14caa4465f161189553883f1b666.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თბილისში ჰელსიკორის კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც, სავარაუდოდ, მას ოფიციალურად ბრალს წარუდგენენ, იუწყება ქართული მედია.ბურჭულაძე ხუთშაბათს, 11 სექტემბერს დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავების დროს მან სამართალდამცავ ორგანოებს განუცხადა, რომ წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული, რადგან კვადროციკლიდან გადმოვარდნის შედეგად ტვინის მსუბუქი შერყევა მიიღო, ამიტომ კლინიკაში გადაყვანა ითხოვა.თავის მხრივ, კლინიკა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.ბურჭულაძის საქმეგამოძიებამ დაადგინა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის დავალებით მისმა იმდროინდელმა მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით სამხედრო ჰოსპიტალისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება და 2.606.272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3.940.000 ლარად.გარდა ამისა, 2025 წლის იანვარში, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახმა 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით. ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი წარმომავლობა ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, აღნიშნული თანხის რეალური წარმომავლობის დამალვა/შენიღბვის მიზნით, 2024 წლის 9 დეკემბერს ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება დაბა წყნეთში, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების 620.000 ევროდ მიყიდვის შესახებ. რეალურად კი ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს აღნიშნული ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა. ამასთან, დამატებით, გამოიყენა ფიქტიური სესხის ხელშეკრულებები. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ დასახელებული 544.000 ევროს უკანონო წარმოშობის დამალვის მიზნით, 2025 წლის მარტში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება.სუსის განცხადებით, ხსენებული მეთოდებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1.593.212 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა (ფულის გათეთრება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო- პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.მიმდინარე წლის ივლისში ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა გიორგი ხაინდრავა, ვლადიმერ ღუდუშაური და ასევე მინისტრის ნათესავი - დიდი ოდენობით გაფლანგვის ბრალდებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263058328_133:0:1269:852_1920x0_80_0_0_17875a60e579ac2522ca05f89ce542ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯუანშერ ბურჭულაძე, გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები, საქართველო, ჯუანშერ ბურჭულაძე, გახმაურებული სასამართლო პროცესები
ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალი შესაძლოა კლინიკაში წარუდგინონ
12:17 12.09.2025 (განახლებულია: 12:28 12.09.2025) თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯერ კიდევ კლინიკაში რჩება, სადაც ტვინის შერყევაზე მკურნალობს
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თბილისში ჰელსიკორის კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც, სავარაუდოდ, მას ოფიციალურად ბრალს წარუდგენენ, იუწყება ქართული მედია.
ბურჭულაძე ხუთშაბათს, 11 სექტემბერს დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავების დროს მან სამართალდამცავ ორგანოებს განუცხადა, რომ წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული, რადგან კვადროციკლიდან გადმოვარდნის შედეგად ტვინის მსუბუქი შერყევა მიიღო, ამიტომ კლინიკაში გადაყვანა ითხოვა.
თავის მხრივ, კლინიკა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის დავალებით მისმა იმდროინდელმა მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით სამხედრო ჰოსპიტალისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება და 2.606.272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3.940.000 ლარად.
გარდა ამისა, 2025 წლის იანვარში, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახმა 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით. ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი წარმომავლობა ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, აღნიშნული თანხის რეალური წარმომავლობის დამალვა/შენიღბვის მიზნით, 2024 წლის 9 დეკემბერს ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება დაბა წყნეთში, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების 620.000 ევროდ მიყიდვის შესახებ. რეალურად კი ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს აღნიშნული ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა. ამასთან, დამატებით, გამოიყენა ფიქტიური სესხის ხელშეკრულებები. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ დასახელებული 544.000 ევროს უკანონო წარმოშობის დამალვის მიზნით, 2025 წლის მარტში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება.
სუსის განცხადებით, ხსენებული მეთოდებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1.593.212 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.
ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა (ფულის გათეთრება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო- პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
მიმდინარე წლის ივლისში ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა გიორგი ხაინდრავა, ვლადიმერ ღუდუშაური და ასევე მინისტრის ნათესავი - დიდი ოდენობით გაფლანგვის ბრალდებით.