https://sputnik-georgia.com/20250911/vakesi-gwp-is-axlad-reabilitirebuli-sakanalizacio-qseli-da-sagzao-infrastruqtura-dazianda-294892711.html
ვაკეში GWP-ის ახლად რეაბილიტირებული საკანალიზაციო ქსელი და საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა
ვაკეში GWP-ის ახლად რეაბილიტირებული საკანალიზაციო ქსელი და საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა
Sputnik საქართველო
დღეს დილით მოსულმა ძლიერმა წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა. 11.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-11T15:31+0400
2025-09-11T15:31+0400
2025-09-11T15:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
gwp
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24218/87/242188788_0:210:2000:1335_1920x0_80_0_0_bd333d883016f5bab6ef32f5e58b2436.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ვაკის რაიონში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე უამინდობისა და უხვი ნალექის შედეგად კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ახლად რეაბილიტირებული საკანალიზაციო ქსელი და საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია 9 სექტემბერს დასრულდა. ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდა - მერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 24 მლნ ლარი დახარჯა. პროექტის ფარგლებში შეიცვალა და განახლდა წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები. GWP-ის ცნობით, სისტემის გადატვირთვა გამოიწვია თვითნებურად დაერთებულმა შიდა სანიაღვრე სისტემებმა. ხუთშაბათს გამთენიისას საქართველოს დედაქალაქში მოსულმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა - დაიტბორა ქუჩები, მეტროს მუშაობა შეფერხდა. ყველაზე მეტად ვაკისა და საბურთალოს რაიონები დაზარალდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24218/87/242188788_53:0:1833:1335_1920x0_80_0_0_9510d057c28e7b73099bac5d13f6df9c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, gwp, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, gwp, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ვაკეში GWP-ის ახლად რეაბილიტირებული საკანალიზაციო ქსელი და საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა
დღეს დილით მოსულმა ძლიერმა წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა.
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ვაკის რაიონში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე უამინდობისა და უხვი ნალექის შედეგად კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ახლად რეაბილიტირებული საკანალიზაციო ქსელი და საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია 9 სექტემბერს დასრულდა. ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდა - მერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 24 მლნ ლარი დახარჯა. პროექტის ფარგლებში შეიცვალა და განახლდა წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები.
„კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და მაქსიმალურად მოკლე დროში უზრუნველყოფს დაზიანებების აღდგენას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
GWP-ის ცნობით, სისტემის გადატვირთვა გამოიწვია თვითნებურად დაერთებულმა შიდა სანიაღვრე სისტემებმა.
ხუთშაბათს გამთენიისას საქართველოს დედაქალაქში მოსულმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა - დაიტბორა ქუჩები, მეტროს მუშაობა შეფერხდა. ყველაზე მეტად ვაკისა და საბურთალოს რაიონები დაზარალდა.