მიხეილ ყაველაშვილი ამერიკელი პოლიტიკოსის მკვლელობას გამოეხმაურა

© Courtesy of Mikheil Kavelashvili მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2025
გამოწერა
კირკის მკვლელს დღემდე ეძებენ.
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მოკლული ამერიკელი პოლიტიკოსი ჩარლი კირკი ლიბერალური ფაშიზმის მსხვერპლად მოიხსენია.
ტრამპის მხარდამჭერი და კონსერვატორი, 31 წლის ჩარლი კირკი შეერთებულ შტატებში, იუტას უნივერსიტეტის კამპუსში სიტყვით გამოსვლის დროს, კისრის არეში ზუსტი გასროლით მოკლეს.
ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი
Американский консервативный активист Чарли Кирк - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2025
ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი
„შემზარავია ჩარლი კირკის მკვლელობა, რომელიც ცალსახაა, უკავშირდება მის კონსერვატიულ შეხედულებებს, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის კრიტიკას და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას... ჩარლი კირკის მკვლელობის თანამონაწილეა ყველა ის ადამიანი, რომელიც ახალისებს ძალადობას, მიუღებელი აზრის დევნას და ცდილობს დანერგოს და გაავრცელოს თავსმოხვეული, მახინჯი იდეოლოგია“, - დაწერა ყაველაშვილი.
კირკის მკვლელს დღემდე ეძებენ.
ყველა ახალი ამბავი
0