ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

© United National Movementლევან ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2025
გამოწერა
ხაბეიშვილი ჰპირდებოდა გდდ-ს თანამშრომლებს, რომ თუ ისინი საპროტესტო აქციებზე არ შეასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, ამისათვის 200 ათასს დოლარს მიიღებდნენ
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზე დააკავეს, განაცხადეს სუსში.
არსებული ინფორმაციით, ხაბეიშვილის დაპატიმრება ტელეკომპანია „ფორმულასთან“ მოხდა.
„ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტს. კერძოდ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემების თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე, ასევე თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებებს განახორციელებდა, ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ ჰპირდებოდა 200 ათასი აშშ დოლარის გადახდას", - განაცხადეს სუს-ში.
სუსის განცხადებით, ხაბეიშვილის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით და ის დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თავად პოლიტიკოსი არ გამორიცხავდა, რომ მისი დაკავებდა მოხდებოდა.
მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი, მურთაზ ზოდელავა მიიყვანეს.
ყველა ახალი ამბავი
0