https://sputnik-georgia.com/20250911/kobaxize-sabednierod-sabolood-cavarda-megobari-aqti-294894439.html
კობახიძე: საბედნიეროდ, საბოლოოდ ჩავარდა „მეგობარი აქტი"
კობახიძე: საბედნიეროდ, საბოლოოდ ჩავარდა „მეგობარი აქტი"
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობას აქვს კონკრეტული მიზანი, რომ სუფთა ფურცლიდან გადაიტვირთოს აშშ-სთან ურთიერთობები, განაცხადა პრემიერმა 11.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-11T16:42+0400
2025-09-11T16:42+0400
2025-09-11T16:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_0:37:2048:1189_1920x0_80_0_0_939112f0a14fd8924a3e4226304d8632.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. MEGOBARI Act-ი სინამდვილეში იყო მტრული აქტი ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, საბედნიეროდ, როგორც ირკვევა, საბოლოოდ ჩავარდა, ეს ძალიან კარგია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. გუშინ, 10 სექტემბერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში გაიმართა მორიგი მოსმენა საქართველოს შესახებ. განსახილველ საკითხებს შორის იყო MEGOBARI აქტის მიღებაც. როგორც დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა ჰელსინკის კომისიაში განაცხადა, „სამწუხაროდ, სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ "მეგობარი აქტს". მისი თქმით, „რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც პორტს უკავშირდება. მისი თქმით, „მეგობარი აქტის" ჩაკვლა ერთმა ადამიანმა შეძლო". კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობას აქვს კონკრეტული მიზანი, რომ სუფთა ფურცლიდან გადაიტვირთოს აშშ-სთან ურთიერთობები. კანონპროექტი MEGOBARI (Mobilizing and Enhancing Georgia"s Options for Building Accountability, Resilience and Independence) ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ჯერ კიდევ წინა მოწვევის სენატში დააინიცირა. დოკუმენტი შემუშავებულია რესპუბლიკელი სენატორ ჯიმ რიშის მიერ დემოკრატი ჯინ შაჰინის თანაავტორობით. კანონპროექტი MEGOBARI ინგლისურიდან ითარგმნება როგორც კანონი საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაფართოების შესახებ, ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის დასამყარებლად. MEGOBARI ActMEGOBARI Act-ი ინგლისურიდან ითარგმნება როგორც კანონი საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაფართოების შესახებ, ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის დასამყარებლად. MEGOBARI-ის კანონპროექტში ნათქვამია, რომ აშშ-მ უნდა გააგრძელოს ქართველი ხალხის მხარდაჭერა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და საქართველოსთვის შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმების შემოღებაზე, ხოლო ქართველ პოლიტიკოსებსა და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებაზე, სანქციების დაწესებით. დოკუმენტი ერთი მხრივ ითვალისწინებს როგორც სანქციებს ხელისუფლების იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიისგან უკან დახევაში და ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან დაახლოებაზე, მეორე მხრივ კი, ქართველი ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით, კონსტიტუციურ კურსზე დაბრუნების დადასტურების შემთხვევაში, ითვალისწინებს ორმხრივი ურთიერთობების გადახედვას. "მეგობარი აქტის" ძალაში შესასვლელად აუცილებელია კანონი სენატმა დაამტკიცოს და ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწეროს. 2025 წლის 27 მარტს მას მხარი დაუჭირა სენატის საერთაშორისო საქმეების კომიტეტმა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_117:0:1938:1366_1920x0_80_0_0_4b24a06ed6bb67f351715d4202131d8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
კობახიძე: საბედნიეროდ, საბოლოოდ ჩავარდა „მეგობარი აქტი"
საქართველოს მთავრობას აქვს კონკრეტული მიზანი, რომ სუფთა ფურცლიდან გადაიტვირთოს აშშ-სთან ურთიერთობები, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. MEGOBARI Act-ი სინამდვილეში იყო მტრული აქტი ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, საბედნიეროდ, როგორც ირკვევა, საბოლოოდ ჩავარდა, ეს ძალიან კარგია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
გუშინ, 10 სექტემბერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში გაიმართა მორიგი მოსმენა საქართველოს შესახებ. განსახილველ საკითხებს შორის იყო MEGOBARI აქტის მიღებაც. როგორც დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა ჰელსინკის კომისიაში განაცხადა, „სამწუხაროდ, სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ "მეგობარი აქტს". მისი თქმით, „რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც პორტს უკავშირდება. მისი თქმით, „მეგობარი აქტის" ჩაკვლა ერთმა ადამიანმა შეძლო".
კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობას აქვს კონკრეტული მიზანი, რომ სუფთა ფურცლიდან გადაიტვირთოს აშშ-სთან ურთიერთობები.
„იცით, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი, სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით გადავტვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. ამის იმედს ვიტოვებთ. დანარჩენი დამოკიდებული თვითონ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზე", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კანონპროექტი MEGOBARI (Mobilizing and Enhancing Georgia"s Options for Building Accountability, Resilience and Independence) ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ჯერ კიდევ წინა მოწვევის სენატში დააინიცირა. დოკუმენტი შემუშავებულია რესპუბლიკელი სენატორ ჯიმ რიშის მიერ დემოკრატი ჯინ შაჰინის თანაავტორობით. კანონპროექტი MEGOBARI ინგლისურიდან ითარგმნება როგორც კანონი საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაფართოების შესახებ, ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის დასამყარებლად.
MEGOBARI Act-ი ინგლისურიდან ითარგმნება როგორც კანონი საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაფართოების შესახებ, ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის დასამყარებლად.
MEGOBARI-ის კანონპროექტში ნათქვამია, რომ აშშ-მ უნდა გააგრძელოს ქართველი ხალხის მხარდაჭერა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და საქართველოსთვის შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმების შემოღებაზე, ხოლო ქართველ პოლიტიკოსებსა და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებაზე, სანქციების დაწესებით.
დოკუმენტი ერთი მხრივ ითვალისწინებს როგორც სანქციებს ხელისუფლების იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიისგან უკან დახევაში და ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან დაახლოებაზე, მეორე მხრივ კი, ქართველი ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით, კონსტიტუციურ კურსზე დაბრუნების დადასტურების შემთხვევაში, ითვალისწინებს ორმხრივი ურთიერთობების გადახედვას.
"მეგობარი აქტის" ძალაში შესასვლელად აუცილებელია კანონი სენატმა დაამტკიცოს და ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწეროს. 2025 წლის 27 მარტს მას მხარი დაუჭირა სენატის საერთაშორისო საქმეების კომიტეტმა.