https://sputnik-georgia.com/20250911/juanser-burwulaze-daakaves-294898472.html
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს
Sputnik საქართველო
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება - ყოფილ... 11.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-11T17:06+0400
2025-09-11T17:06+0400
2025-09-11T17:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
საქართველოს თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263058328_227:28:1264:611_1920x0_80_0_0_38aa14caa4465f161189553883f1b666.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს, განაცხადეს სუსში.შესაბამისი განცხადება რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაკეთდა.ბურჭულაძე მინისტრის პოსტს 2021 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 8 თებერვლამდე იკავებდა. ჯუანშერ ბურჭულაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა.27 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვასთან დაკავშირებული შესაძლო კორუფციული სქემის გამო უწყების ორი მაღალჩინოსანი და ექს-მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმა დააკავეს.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. როგორც მან განმარტა, ჩადენილი ქმედების ხასიათით და სახელმწიფოს მიმართ მიყენებული ზარალის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არსებობდა.სასამართლო პროცესზე პროკურატურა სამივე მათგანისთვის პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და მიზეზად მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზეწოლისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის, ასევე განმეორებითი დანაშაულის საფრთხეს ასახელებდა.გარდა ამისა, პროკურორის განცხადებით, დაკავებულებს სახელმწიფო საზღვარი არაერთხელ აქვთ გადაკვეთილი, მოსალოდნელი სასჯელის შიშით კი, ისინი, შესაძლოა, მიიმალონ.დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ღუდუშაურის და მხეიძის ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების 100 000 - 100 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს. გიორგი ხაინდრავას ადვოკატმა კი შუამდგომლობად დააყენა 100 000 ლარი ან ქონების დაყადაღება, რომელიც 200 000 ლარზე მეტია.მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. წინასასამართლო სხდომა 17 სექტემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.ვლადიმერ ღუდუშაური დუმილის უფლებით სარგებლობს, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა კი ბრალს არ აღიარებენ.რას ედავებიან თავდაცვის უწყების ყოფილ მაღალჩინოსნებს27 ივლისს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გ. ხ., შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვ. ღ. და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ. დააკავეს.უწყების ცნობით, საქმე ეხება 2023 წელს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 1.333,728 ლარის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს. საუბარია თავდაცვის სამინისტროსათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვაზე.სუს-ის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, რომელთა ნაწილიც შესყიდვების კომისიის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებსაც იკავებდნენ, სამედიცინო აპარატურის შესყიდვის პროცესი ბაზრის რეალური კვლევის ჩატარების გარეშე განახორციელეს.გარდა ამისა, მათ უზრუნველყვეს, რომ სამედიცინო აპარატურის შესყიდვაში მონაწილეობა მიეღო მაშინდელი მინისტრის დაკავებულ ნათესავთან დაკავშირებულ საწარმოებს.ამასთან, შესყიდვის პროცესი იმგვარად დაორგანიზდა, რომ შესაბამისი კერძო კომპანიების გამოყენებით განხორციელებული მოჩვენებითი გარიგებებისა და ერთსა და იმავე დღეს გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების მეშვეობით სამედიცინო აპარატურის რამდენჯერმე გადაყიდვის გზით აპარატურის საფასური ხელოვნურად გაიზარდა.შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული სამედიცინო ინვენტარის შეძენა მის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით მაღალ ფასში განახორციელა.გამოძიებით აგრეთვე დადგინდა, რომ საქართველოს თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვაში მონაწილე წინასწარ შერჩეულ კომპანიებს გარანტირებულ გამარჯვებას ჰპირდებოდა, ხოლო შესყიდვაში გამარჯვების გარანტიად შესაბამის თანამდებობის პირებთან თავის კავშირებს ასახელებდა.მომხდარ ფაქტზე გამოძიებასსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სხვა პირთა გამოვლენისა და მხილების მიზნით გამოძიება გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263058328_133:0:1269:852_1920x0_80_0_0_17875a60e579ac2522ca05f89ce542ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს
17:06 11.09.2025 (განახლებულია: 17:22 11.09.2025) სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება - ყოფილ მინისტრს ეს დანაშაულები ედება ბრალად
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს, განაცხადეს სუსში.
შესაბამისი განცხადება რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაკეთდა.
„ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე", - განაცხადეს სუს-ში.
ბურჭულაძე მინისტრის პოსტს 2021 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 8 თებერვლამდე იკავებდა. ჯუანშერ ბურჭულაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა.
27 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვასთან დაკავშირებული შესაძლო კორუფციული სქემის გამო უწყების ორი მაღალჩინოსანი და ექს-მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმა დააკავეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. როგორც მან განმარტა, ჩადენილი ქმედების ხასიათით და სახელმწიფოს მიმართ მიყენებული ზარალის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არსებობდა.
სასამართლო პროცესზე პროკურატურა სამივე მათგანისთვის პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და მიზეზად მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზეწოლისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის, ასევე განმეორებითი დანაშაულის საფრთხეს ასახელებდა.
გარდა ამისა, პროკურორის განცხადებით, დაკავებულებს სახელმწიფო საზღვარი არაერთხელ აქვთ გადაკვეთილი, მოსალოდნელი სასჯელის შიშით კი, ისინი, შესაძლოა, მიიმალონ.
დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ღუდუშაურის და მხეიძის ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების 100 000 - 100 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს. გიორგი ხაინდრავას ადვოკატმა კი შუამდგომლობად დააყენა 100 000 ლარი ან ქონების დაყადაღება, რომელიც 200 000 ლარზე მეტია.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. წინასასამართლო სხდომა 17 სექტემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.
ვლადიმერ ღუდუშაური დუმილის უფლებით სარგებლობს, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა კი ბრალს არ აღიარებენ.
რას ედავებიან თავდაცვის უწყების ყოფილ მაღალჩინოსნებს
27 ივლისს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გ. ხ., შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვ. ღ. და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ. დააკავეს.
უწყების ცნობით, საქმე ეხება 2023 წელს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 1.333,728 ლარის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს. საუბარია თავდაცვის სამინისტროსათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვაზე.
სუს-ის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, რომელთა ნაწილიც შესყიდვების კომისიის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებსაც იკავებდნენ, სამედიცინო აპარატურის შესყიდვის პროცესი ბაზრის რეალური კვლევის ჩატარების გარეშე განახორციელეს.
გარდა ამისა, მათ უზრუნველყვეს, რომ სამედიცინო აპარატურის შესყიდვაში მონაწილეობა მიეღო მაშინდელი მინისტრის დაკავებულ ნათესავთან დაკავშირებულ საწარმოებს.
ამასთან, შესყიდვის პროცესი იმგვარად დაორგანიზდა, რომ შესაბამისი კერძო კომპანიების გამოყენებით განხორციელებული მოჩვენებითი გარიგებებისა და ერთსა და იმავე დღეს გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების მეშვეობით სამედიცინო აპარატურის რამდენჯერმე გადაყიდვის გზით აპარატურის საფასური ხელოვნურად გაიზარდა.
შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული სამედიცინო ინვენტარის შეძენა მის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით მაღალ ფასში განახორციელა.
გამოძიებით აგრეთვე დადგინდა, რომ საქართველოს თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვაში მონაწილე წინასწარ შერჩეულ კომპანიებს გარანტირებულ გამარჯვებას ჰპირდებოდა, ხოლო შესყიდვაში გამარჯვების გარანტიად შესაბამის თანამდებობის პირებთან თავის კავშირებს ასახელებდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიებასსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სხვა პირთა გამოვლენისა და მხილების მიზნით გამოძიება გრძელდება.