https://sputnik-georgia.com/20250911/-gwp--294894767.html
სემეკმა GWP დააჯარიმა
სემეკმა GWP დააჯარიმა
Sputnik საქართველო
თბილისის წყალმომარაგების კომპანია Georgian Water and Power (GWP) რუსთავის წყალმომარაგებას 2023 წლის დეკემბრიდან ახორციელებს. 11.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-11T18:03+0400
2025-09-11T18:03+0400
2025-09-11T18:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
gwp
სემეკი
რუსთავი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/01/283868845_0:211:2049:1363_1920x0_80_0_0_96362981e1e865d29db9479bf3d0e799.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP) 50 ათასი ლარით დააჯარიმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სანქციების დაწესების მიზეზი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მფლობელობაში არსებული რუსთავის წყალმომარაგების სისტემებში დაშვებული დარღვევების და საინვესტიციო გეგმით შესასრულებელი პროექტების ვადაგადაცილებაა. საკითხის შესწავლის თხოვნით სემეკს რუსთავის მერიამ მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს მიმართა. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, GWP სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარით დაჯარიმდა, ამასთანავე გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ვადები განესაზღვრა. კერძოდ, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" დაევალა 2026 წლის 28 თებერვლამდე მოამზადოს რუსთავის წყალმომარაგების სისტემებისა და წყალმომარაგების სისტემების ელექტრომომარაგების საქართველოში მოქმედ ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნებისთვის გასატარებელი ღონისძიებების დეტალური პროექტები და პროექტებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი სემეკში წარადგინოს. ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე მარეგულირებელ კომისიაში უნდა წარადგინოს რუსთავის მერიასთან შეთანხმებული 2026 წელს განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია. GWP რუსთავის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენაზე 18 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს. 18 მილიონი ლარიდან 13 მილიონ ლარზე მეტი ქალაქის მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას, 5 მილიონი ლარი კი ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობის განახლებას მოხმარდება. რუსთავის საინვესტიციო გეგმა კონკრეტული მისამართებითა და პროექტებით სამ წელიწადზეა გათვლილი. თბილისის წყალმომარაგების კომპანია Georgian Water and Power (GWP) რუსთავის წყალმომარაგებას 2023 წლის დეკემბრიდან ახორციელებს.
საქართველო
რუსთავი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/01/283868845_0:0:1817:1363_1920x0_80_0_0_b7f57f832862c5faa7f0fc356a642d93.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, gwp, სემეკი, რუსთავი
ახალი ამბები, საქართველო, gwp, სემეკი, რუსთავი
სემეკმა GWP დააჯარიმა
თბილისის წყალმომარაგების კომპანია Georgian Water and Power (GWP) რუსთავის წყალმომარაგებას 2023 წლის დეკემბრიდან ახორციელებს.
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP) 50 ათასი ლარით დააჯარიმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სანქციების დაწესების მიზეზი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მფლობელობაში არსებული რუსთავის წყალმომარაგების სისტემებში დაშვებული დარღვევების და საინვესტიციო გეგმით შესასრულებელი პროექტების ვადაგადაცილებაა. საკითხის შესწავლის თხოვნით სემეკს რუსთავის მერიამ მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს მიმართა.
მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, GWP სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარით დაჯარიმდა, ამასთანავე გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ვადები განესაზღვრა.
კერძოდ, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" დაევალა 2026 წლის 28 თებერვლამდე მოამზადოს რუსთავის წყალმომარაგების სისტემებისა და წყალმომარაგების სისტემების ელექტრომომარაგების საქართველოში მოქმედ ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნებისთვის გასატარებელი ღონისძიებების დეტალური პროექტები და პროექტებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი სემეკში წარადგინოს.
ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე მარეგულირებელ კომისიაში უნდა წარადგინოს რუსთავის მერიასთან შეთანხმებული 2026 წელს განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია.
GWP რუსთავის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენაზე 18 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.
18 მილიონი ლარიდან 13 მილიონ ლარზე მეტი ქალაქის მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას, 5 მილიონი ლარი კი ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობის განახლებას მოხმარდება.
რუსთავის საინვესტიციო გეგმა კონკრეტული მისამართებითა და პროექტებით სამ წელიწადზეა გათვლილი.
თბილისის წყალმომარაგების კომპანია Georgian Water and Power (GWP) რუსთავის წყალმომარაგებას 2023 წლის დეკემბრიდან ახორციელებს.