https://sputnik-georgia.com/20250910/xil-bostneuli-gmo-markerze-sheamowmes-294879198.html
არის თუ არა ქართულ ხილ-ბოსტნეულში გენმოდიფიცირებული ორგანიზმები: კვლევის შედეგები
არის თუ არა ქართულ ხილ-ბოსტნეულში გენმოდიფიცირებული ორგანიზმები: კვლევის შედეგები
Sputnik საქართველო
საქართველოში ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში კულტივირება აკრძალულია. 10.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-10T15:00+0400
2025-09-10T15:00+0400
2025-09-10T15:00+0400
საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22890/35/228903552_0:285:2627:1763_1920x0_80_0_0_76d54a9f2b9321fb1582cbd87a2fb105.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის სპეციალისტებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შერჩევითი წესით კარტოფილის, სიმინდის, ხორბლის, ქერის, იონჯას, საზამთროსა და პომიდვრის 30 ნიმუში აიღეს და გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებზე (გმო) შეამოწმეს, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არც ერთი სახეობა არ შეიცავს გმო მარკერს, რაც ადასტურებს, რომ ისინი ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს არ წარმოადგენს. დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე დათესილი კულტურების ინსპექტირება განახორციელეს.საქართველოში ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში კულტივირება აკრძალულია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით მცენარეების სხვადასხვა სახეობას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობაზე 2015 წლიდან დღემდე სისტემატურად ამოწმებს. დღემდე სულ შემოწმებულია 5 ათას ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და აღებულია 332 ნიმუში. მათგან გმო მარკერები დადგინდა მხოლოდ იონჯას კულტურაში (2 შემთხვევა). ორივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. გმო – გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებია. ესაა ორგანიზმები შეცვლილი გენური აპარატით. მათ გენეტიკური კოდის ხელოვნური კორექტირებით იღებენ. ამ მიზნით ძირითადად იყენებენ ვირუსებს, ბაქტერიებს, რომელთა გენები უკვე შეცვლილია საჭირო მიმართულებით. უჯრედში დანერგვით ისინი გენურ კოდს საჭირო მხარეს ცვლიან. საკვებ პროდუქტებში გმო-ს გამოყენების საფრთხის შესახებ მუდმივად მიმდინარეობს დებატები – ერთნი ემხრობიან გმო პროდუქტებს, ხოლო მეორენი აცხადებენ, რომ ის საშიშროებას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22890/35/228903552_0:39:2627:2009_1920x0_80_0_0_f4ec141ae0e1121c624d6cc0e6e8f7d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
არის თუ არა ქართულ ხილ-ბოსტნეულში გენმოდიფიცირებული ორგანიზმები: კვლევის შედეგები
საქართველოში ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში კულტივირება აკრძალულია.
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის სპეციალისტებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შერჩევითი წესით კარტოფილის, სიმინდის, ხორბლის, ქერის, იონჯას, საზამთროსა და პომიდვრის 30 ნიმუში აიღეს და გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებზე (გმო) შეამოწმეს, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არც ერთი სახეობა არ შეიცავს გმო მარკერს, რაც ადასტურებს, რომ ისინი ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს არ წარმოადგენს.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე დათესილი კულტურების ინსპექტირება განახორციელეს.
საქართველოში ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში კულტივირება აკრძალულია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით მცენარეების სხვადასხვა სახეობას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობაზე 2015 წლიდან დღემდე სისტემატურად ამოწმებს.
დღემდე სულ შემოწმებულია 5 ათას ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და აღებულია 332 ნიმუში. მათგან გმო მარკერები დადგინდა მხოლოდ იონჯას კულტურაში (2 შემთხვევა). ორივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
გმო – გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებია. ესაა ორგანიზმები შეცვლილი გენური აპარატით. მათ გენეტიკური კოდის ხელოვნური კორექტირებით იღებენ.
ამ მიზნით ძირითადად იყენებენ ვირუსებს, ბაქტერიებს, რომელთა გენები უკვე შეცვლილია საჭირო მიმართულებით. უჯრედში დანერგვით ისინი გენურ კოდს საჭირო მხარეს ცვლიან.
საკვებ პროდუქტებში გმო-ს გამოყენების საფრთხის შესახებ მუდმივად მიმდინარეობს დებატები – ერთნი ემხრობიან გმო პროდუქტებს, ხოლო მეორენი აცხადებენ, რომ ის საშიშროებას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.