https://sputnik-georgia.com/20250910/satvirtoebis-eleqtronuli-rigis-dajavshnis-sistema-amoqmeddeba-294851769.html
„ზემო ლარსზე" სატვირთოების ელექტრონული რიგის დაჯავშნის სისტემა ამოქმედება
„ზემო ლარსზე" სატვირთოების ელექტრონული რიგის დაჯავშნის სისტემა ამოქმედება
Sputnik საქართველო
სისტემაში რეგისტრაციის შემდეგ სლოტის მიღება შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის სპეციალურ პუნქტებში 10.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-10T12:54+0400
2025-09-10T12:54+0400
2025-09-10T12:54+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ზემო ლარსი
სომხეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24841/45/248414570_382:305:1970:1198_1920x0_80_0_0_638c8e2583821585813c7d2cb0303485.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვარზე, „ზემო ლარსის" სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტოტრანსპორტის ელექტრონული რიგის წინასწარ დაჯავშნის სისტემა 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება, იუწყება რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო.„ზემო ლარსზე" საცობების და გზებზე გადატვირთულობის შემცირების მიზნით, რიგის წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით მძღოლებს საშუალება ეძლევათ წინმსწრებად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოძრაობის პროცესში დაარეზერვონ საზღვრის გადაკვეთის თარიღი და დრო.გავრცელებული ინფორმაციით, საზღვრის კვეთის ელექტრონული რიგის მართვას კოორდინაციას გაუწევს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი Росгранстрой. თარიღისა და დროის დაჯავშნა განხორციელდება ელექტრონული სატრანსპორტო დოკუმენტების სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის პორტალის (ГИС ЭПД) მეშვეობით.აღნიშნული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს საზღვრის მონაკვეთზე რიგების რისკის მინიმიზაციის მიზნით, უმჯობესია მძღოლებმა 1-ელ ოქტომბრამდე ГИС ЭПД-ის პორტალზე პირადი ანგარიშები და სატრანსპორტო საშუალების ბარათები დაარეგისტრირონ.სისტემაში რეგისტრაციის შემდეგ სლოტის მიღება შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის სპეციალურ პუნქტებში, რომლებიც მდებარეობს შემდეგ მისამართებზე: R-217 კავკასია, 498-ე კილომეტრი, არხონსკოეს გზატკეცილი, მე-8 კმ (Р-217 Кавказ, 498-й километр, Архонское шоссе, 8-й км),მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი"–"ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.
საქართველო
ზემო ლარსი
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24841/45/248414570_582:275:1885:1252_1920x0_80_0_0_c25c64aa15902f85294c75edc58876be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ზემო ლარსი , სომხეთი, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ზემო ლარსი , სომხეთი, ახალი ამბები
„ზემო ლარსზე" სატვირთოების ელექტრონული რიგის დაჯავშნის სისტემა ამოქმედება
სისტემაში რეგისტრაციის შემდეგ სლოტის მიღება შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის სპეციალურ პუნქტებში
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვარზე, „ზემო ლარსის" სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტოტრანსპორტის ელექტრონული რიგის წინასწარ დაჯავშნის სისტემა 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება, იუწყება რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო.
„ზემო ლარსზე" საცობების და გზებზე გადატვირთულობის შემცირების მიზნით, რიგის წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით მძღოლებს საშუალება ეძლევათ წინმსწრებად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოძრაობის პროცესში დაარეზერვონ საზღვრის გადაკვეთის თარიღი და დრო.
გავრცელებული ინფორმაციით, საზღვრის კვეთის ელექტრონული რიგის მართვას კოორდინაციას გაუწევს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი Росгранстрой. თარიღისა და დროის დაჯავშნა განხორციელდება ელექტრონული სატრანსპორტო დოკუმენტების სახელმწიფო საინფორმაციო
სისტემის პორტალის (ГИС ЭПД) მეშვეობით.
აღნიშნული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს საზღვრის მონაკვეთზე რიგების რისკის მინიმიზაციის მიზნით, უმჯობესია მძღოლებმა 1-ელ ოქტომბრამდე ГИС ЭПД-ის პორტალზე პირადი ანგარიშები და სატრანსპორტო საშუალების ბარათები დაარეგისტრირონ.
სისტემაში რეგისტრაციის შემდეგ სლოტის მიღება შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის სპეციალურ პუნქტებში, რომლებიც მდებარეობს შემდეგ მისამართებზე: R-217 კავკასია, 498-ე კილომეტრი, არხონსკოეს გზატკეცილი, მე-8 კმ (Р-217 Кавказ, 498-й километр, Архонское шоссе, 8-й км),
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი"–"ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.