https://sputnik-georgia.com/20250910/mtavrvroba-rachashi-rtvels-daasubsidirebs-294885859.html
მთავრობა რაჭაში რთველს წელსაც დაასუბსიდირებს
მთავრობა რაჭაში რთველს წელსაც დაასუბსიდირებს
Sputnik საქართველო
მომავალი წლიდან კი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველის ფარგლებში მხარდაჭერა განსხვავებული მიდგომით განხორციელდება. 10.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-10T21:00+0400
2025-09-10T21:00+0400
2025-09-10T21:00+0400
საქართველო
რთველი
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ღვინის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/02/282855655_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_978029e6c35c493262bb99a6b0981957.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძნის შესყიდვისას ღვინის კომპანიის სუბსიდირება მოხდება 1კგ-ზე ოთხი ლარის ოდენობით. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის კრეფა ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება. „რთველი 2025"-ის ორგანიზებულად ჩატარებისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით აღნიშნულ რეგიონისთვის შესაბამისი მხარდამჭერი ღონისძიებები განისაზღვრა. სამინისტროს ცნობით, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება და დაცული ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარას“ წარმოების ხელშეწყობა პრიორიტეტია. 2026 წლიდან კი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სახელმწიფო მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რთველის ფარგლებში მხარდაჭერას განსხვავებული მიდგომით განახორციელებს. მთავარი აქცენტი ყურძნის ხარისხზე გაკეთდება. უწყების ცნობით, ყურძნის ხარისხის გაუმჯობესებით ქართული ღვინის ხარისხი გაცილებით მაღალი იქნება, რაც მას მსოფლიო ბაზარზე კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანს გახდის. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წელს ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ვერ შეისყიდის მთელ მოსავალს, კახეთის რეგიონში ჭარბი ყურძნის მიღებას სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია" უზრუნველყოფს. მიმდინარე წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „მოსავლის მართვის კომპანია" 50 მლნ ლარის ღირებულების ყურძენს შეისყიდის. პარალელურად გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც ღვინის კომპანიებს შეუძლიათ საბრუნავი კაპიტალი 17 მლნ ლარამდე ოდენობით სუბსიდირებული კრედიტის სახით ისესხონ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/02/282855655_339:0:3070:2048_1920x0_80_0_0_594174233199ab9664f982d3ceba4c45.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რთველი , საქართველოს სოფლის მეურნეობა, ღვინის ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები
საქართველო, რთველი , საქართველოს სოფლის მეურნეობა, ღვინის ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები
მთავრობა რაჭაში რთველს წელსაც დაასუბსიდირებს
მომავალი წლიდან კი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველის ფარგლებში მხარდაჭერა განსხვავებული მიდგომით განხორციელდება.
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძნის შესყიდვისას ღვინის კომპანიის სუბსიდირება მოხდება 1კგ-ზე ოთხი ლარის ოდენობით. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის კრეფა ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება. „რთველი 2025"-ის ორგანიზებულად ჩატარებისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით აღნიშნულ რეგიონისთვის შესაბამისი მხარდამჭერი ღონისძიებები განისაზღვრა.
კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის რთველის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ღვინის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა" და „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 8 ლარს.
სამინისტროს ცნობით, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება და დაცული ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარას“ წარმოების ხელშეწყობა პრიორიტეტია.
2026 წლიდან კი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სახელმწიფო მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რთველის ფარგლებში მხარდაჭერას განსხვავებული მიდგომით განახორციელებს. მთავარი აქცენტი ყურძნის ხარისხზე გაკეთდება.
უწყების ცნობით, ყურძნის ხარისხის გაუმჯობესებით ქართული ღვინის ხარისხი გაცილებით მაღალი იქნება, რაც მას მსოფლიო ბაზარზე კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანს გახდის.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წელს ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ვერ შეისყიდის მთელ მოსავალს, კახეთის რეგიონში ჭარბი ყურძნის მიღებას სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია" უზრუნველყოფს.
მიმდინარე წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „მოსავლის მართვის კომპანია" 50 მლნ ლარის ღირებულების ყურძენს შეისყიდის. პარალელურად გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც ღვინის კომპანიებს შეუძლიათ საბრუნავი კაპიტალი 17 მლნ ლარამდე ოდენობით სუბსიდირებული კრედიტის სახით ისესხონ.