https://sputnik-georgia.com/20250910/mmartvel-partiashi-eutos-gadawkvetileba-sheapases-294881187.html
ეუთომ საქართველოში მისიის გამოგზავნაზე უარი განაცხადა: მმართველ პარტიაში მიზეზი დაასახელეს
ეუთომ საქართველოში მისიის გამოგზავნაზე უარი განაცხადა: მმართველ პარტიაში მიზეზი დაასახელეს
Sputnik საქართველო
როგორც „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, მას შემდეგ, რაც ეუთო/ოდირმა დადებითად შეაფასა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, მისიის მისამართით უპრეცედენტო ზეწოლა... 10.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-10T17:00+0400
2025-09-10T17:00+0400
2025-09-10T17:00+0400
საქართველო
საქართველო - ეუთო
ეუთო
ეუთო/ოდირი
პოლიტიკა საქართველოში
თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/17/293013330_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_7fc53113f617471045f1bc9ae240f785.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ევროპული დონის საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა, შესაძლოა, ვინმესთვის არახელსაყრელი იყოს, რადგანაც მათ შეიძლება არჩევნებთან დაკავშირებით დადებითი შეფასება გამოაქვეყნონ, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.საქართველოს ხელისუფლებამ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას მოწვევის წერილით 6 სექტემბერს მიმართა. თუმცა, ორგანიზაციამ მიიჩნია, რომ „თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ორგანიზაციის მიწვევა სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის არასაკმარის დროს ტოვებს". ეუთოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ობიექტური დაკვირვებისთვის საჭიროა დრო მომზადებისა და საარჩევნო პროცესის ყველა ძირითად ეტაპზე წვდომისთვის. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია ვერ შეძლებს თავისი მისიის გაგზავნას საქართველოში.მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ დადებითი შეფასება მისცა 2024 წლის შემოდგომაზე გამართულ საპარლამენტო არჩევნებს, მისი მისამართით უპრეცედენტო ზეწოლა დაიწყო.„ისტორიას არ ახსოვს ასეთი ზეწოლა და ბულინგი მას შემდეგ, რაც ეუთო/ოდირი დააკვირდა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს და პოზიტიური დასკვნა დადო. აქ არის ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ასეთ შესაძლო გამწვავებას აარიდეს თავი", - განაცხადა პოლიტიკოსმა.თვითმმართველობის არჩევნებიადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 14 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/17/293013330_36:0:2048:1509_1920x0_80_0_0_8b71b23a9dae56d80ac26939eff7b4d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო - ეუთო, ეუთო, ეუთო/ოდირი, პოლიტიკა საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები, ახალი ამბები, ქართული ოცნება
საქართველო, საქართველო - ეუთო, ეუთო, ეუთო/ოდირი, პოლიტიკა საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები, ახალი ამბები, ქართული ოცნება
ეუთომ საქართველოში მისიის გამოგზავნაზე უარი განაცხადა: მმართველ პარტიაში მიზეზი დაასახელეს
როგორც „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, მას შემდეგ, რაც ეუთო/ოდირმა დადებითად შეაფასა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, მისიის მისამართით უპრეცედენტო ზეწოლა დაიწყო.
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ევროპული დონის საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა, შესაძლოა, ვინმესთვის არახელსაყრელი იყოს, რადგანაც მათ შეიძლება არჩევნებთან დაკავშირებით დადებითი შეფასება გამოაქვეყნონ, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
საქართველოს ხელისუფლებამ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას მოწვევის წერილით 6 სექტემბერს მიმართა. თუმცა, ორგანიზაციამ მიიჩნია, რომ „თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ორგანიზაციის მიწვევა სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის არასაკმარის დროს ტოვებს". ეუთოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ობიექტური დაკვირვებისთვის საჭიროა დრო მომზადებისა და საარჩევნო პროცესის ყველა ძირითად ეტაპზე წვდომისთვის. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია ვერ შეძლებს თავისი მისიის გაგზავნას საქართველოში.
„შეიძლება ვინმეს არც აწყობს სახელმწიფოს მიერ [მოწვეული] ნორმალური, ევროპული სტანდარტის დამკვირვებელი იყოს საქართველოში, რაც წინაპირობას შექმნის, რომ კვლავ დადებითი დასკვნა გამოქვეყნდეს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, - განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ დადებითი შეფასება მისცა 2024 წლის შემოდგომაზე გამართულ საპარლამენტო არჩევნებს, მისი მისამართით უპრეცედენტო ზეწოლა დაიწყო.
„ისტორიას არ ახსოვს ასეთი ზეწოლა და ბულინგი მას შემდეგ, რაც ეუთო/ოდირი დააკვირდა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს და პოზიტიური დასკვნა დადო. აქ არის ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ასეთ შესაძლო გამწვავებას აარიდეს თავი", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 14 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.
თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.
წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.