https://sputnik-georgia.com/20250910/konkursi-shemoqmedebiti-tbilisi-ganacxadebis-migeba-ganaxlda-294884784.html
მერია: კონკურსზე „შემოქმედებითი თბილისი“ განაცხადების მიღება განახლდა
მერია: კონკურსზე „შემოქმედებითი თბილისი“ განაცხადების მიღება განახლდა
Sputnik საქართველო
კონკურსი 2019 წლიდან ამოქმედდა და მისი არსებობის მეექვსე წელს, თბილისის მერიის ხელშეწყობით, უკვე 230-მდე საინტერესო პროექტი განხორციელდა. 10.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-10T21:45+0400
2025-09-10T21:45+0400
2025-09-10T21:45+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_05dbf3921452d27844084734a3400be6.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერიაში კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპზე განაცხადების მიღება დღეიდან განახლდა, განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. კონკურსის პირველ ეტაპზე განაცხადების მიღება 26 თებერვალს დაიწყო და 21 მარტის ჩათვლით გაგრძელდა. გაზაფხულის სეზონზე პროექტების წარდგენა შესაძლებელი იყო ოთხი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება და მედიახელოვნება. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, კონკურსის მიზანი შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, ამ სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და რეალიზებაა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა.კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადების ატვირთვა მსურველებს შეუძლიათ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებგვერდზე culture.tbilisi.gov.ge.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9ddd8659c9a0ff63d87335a8ee52eeb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, კულტურა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, კულტურა საქართველოში, ახალი ამბები
მერია: კონკურსზე „შემოქმედებითი თბილისი“ განაცხადების მიღება განახლდა
კონკურსი 2019 წლიდან ამოქმედდა და მისი არსებობის მეექვსე წელს, თბილისის მერიის ხელშეწყობით, უკვე 230-მდე საინტერესო პროექტი განხორციელდა.
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერიაში კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპზე განაცხადების მიღება დღეიდან განახლდა, განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
კონკურსის პირველ ეტაპზე განაცხადების მიღება 26 თებერვალს დაიწყო და 21 მარტის ჩათვლით გაგრძელდა. გაზაფხულის სეზონზე პროექტების წარდგენა შესაძლებელი იყო ოთხი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება და მედიახელოვნება.
„კონკურსი 2019 წლიდან ამოქმედდა და მისი არსებობის მეექვსე წელს, თბილისის მერიის ხელშეწყობით, უკვე 230-მდე საინტერესო პროექტი განხორციელდა. შემოდგომის ეტაპზე, 10 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, პროექტები მიიღება სამი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, კონკურსის მიზანი შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, ამ სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და რეალიზებაა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადების ატვირთვა მსურველებს შეუძლიათ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებგვერდზე culture.tbilisi.gov.ge.