https://sputnik-georgia.com/20250910/kalatburtis-erovnuli-nakrebis-mxardasacherad-2-reisi-shesrulda-294878615.html
„ევრობასკეტი 2025": ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად ორი სუბსიდირებული რეისი შესრულდა
„ევრობასკეტი 2025": ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად ორი სუბსიდირებული რეისი შესრულდა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება - მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. 10.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-10T12:00+0400
2025-09-10T12:00+0400
2025-09-10T12:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/1e/294716048_0:63:1200:738_1920x0_80_0_0_bb222514f3869209961251c4aadacc32.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. რიგაში ისტორიულ მატჩზე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად, გამთენიისას ორი სუბსიდირებული რეისი შესრულდა. 7 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში საფრანგეთი ანგარიშით 80:70 დაამარცხა და ისტორიულ შედეგს მიაღწია - კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალში გავიდა. „ევრობასკეტი 2025"-ის მეოთხედფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრების გასვლასთან დაკავშირებით, აეროპორტების გაერთიანებამ სუბსიდირებული რეისები საქართველოს მთავრობის ინიციატივით დანიშნა.რეისები სრულად მორგებული იყო საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების ისტორიულ მეოთხედფინალურ მატჩს, რომელიც დღეს ფინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს დროით 18:00 საათზე გაიმართება. ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა ჰქონდათ მხოლოდ იმ მგზავრებს, რომლებმაც გაფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ევრობასკეტ 2025“-ის მატჩზე დასასწრები ბილეთი წარადგინეს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საკალათბურთო ნაკრები მიღწეული შედეგისთვის სამ მლნ ლარს მიიღებს, ამავე ოდენობის ფულად პრემიას მიიღებენ სპორტსმენები ყოველი შემდეგი გამარჯვების შემთხვევაშიც. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს. „ევრობასკეტი 2025“ 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/1e/294716048_67:0:1134:800_1920x0_80_0_0_80615af0ead1ec9744ec868687b78a9e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
„ევრობასკეტი 2025": ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად ორი სუბსიდირებული რეისი შესრულდა
საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება - მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. რიგაში ისტორიულ მატჩზე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად, გამთენიისას ორი სუბსიდირებული რეისი შესრულდა.
7 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში საფრანგეთი ანგარიშით 80:70 დაამარცხა და ისტორიულ შედეგს მიაღწია - კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალში გავიდა.
„ევრობასკეტი 2025"-ის მეოთხედფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრების გასვლასთან დაკავშირებით, აეროპორტების გაერთიანებამ სუბსიდირებული რეისები საქართველოს მთავრობის ინიციატივით დანიშნა.
რეისები სრულად მორგებული იყო საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების ისტორიულ მეოთხედფინალურ მატჩს, რომელიც დღეს ფინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს დროით 18:00 საათზე გაიმართება.
ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა ჰქონდათ მხოლოდ იმ მგზავრებს, რომლებმაც გაფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ევრობასკეტ 2025“-ის მატჩზე დასასწრები ბილეთი წარადგინეს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საკალათბურთო ნაკრები მიღწეული შედეგისთვის სამ მლნ ლარს მიიღებს, ამავე ოდენობის ფულად პრემიას მიიღებენ სპორტსმენები ყოველი შემდეგი გამარჯვების შემთხვევაშიც.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს. „ევრობასკეტი 2025“ 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.