https://sputnik-georgia.com/20250910/galt-taggart-erovnuli-banki-monetarul-politikas-ar-shearbilebs-294861628.html
Galt & Taggart: ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას არ შეარბილებს
Galt & Taggart: ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას არ შეარბილებს
Sputnik საქართველო
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2026 წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. 10.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-10T10:54+0400
2025-09-10T10:54+0400
2025-09-10T09:43+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
ლარის კურსი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830194_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_f08fb0a36b99e0b9076ba8dfa52279fa.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი 2025 წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთს 8%-ის ნიშნულზე შეინარჩუნებს, განაცხადა საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ.საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი, რომლის მოცულობაზეც სესხებია დამოკიდებული, 2024 წლის გაზაფხულის ბოლოდან უცვლელი რჩება და 8%-ს შეადგენს.ეკონომისტის თქმით, Galt & Taggart-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს საშუალოწლიური ინფლაცია 3,7%-ის ფარგლებში იქნება, რაც მიზნობრივ დონეზე ოდნავ მეტია.„სწორედ ეს არის ის მაჩვენებელი, რომლითაც ეროვნული ბანკი, სავარაუდოდ, თავს შეიკავებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებისგან", - განაცხადა მან.საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2025 წლის აგვისტო 2024 წლის აგვისტოსთან) 4,6% შეადგინა - სამიზნე მაჩვენებელი არის 3%.როგორც ქავთარაძემ აღნიშნა, მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2026 წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი.„ჩვენი პროგნოზებით ვლინდება, რომ მომავალ 2026 წელს ინფლაცია, შესაძლოა, მიზნობრივ დონეზე დაბალი დაფიქსირდეს და ამ ფონზე მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,25, 0,5 პროცენტული პუნქტით იყოს შემცირებული, უფრო წლის მეორე ნახევარში",- განაცხადა ქავთარაძემ.საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა. რეფინანსირების განაკვეთი, 13 თვის შემდეგ პირველად, 2023 წლის მაისში შემცირდა და 10,5%-ს გაუტოლდა. აგვისტოში განაკვეთი 10,25%-მდე, სექტემბერში – 10%-მდე, დეკემბერში 9,5%–მდე, 2024 წლის იანვარში 9%-მდე, მარტში - 8,25%-მდე, მაისში კი 8%-მდე შემცირდა და ამ დრომდე არ შეცვლილა.მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 10 სექტემბერს ჩატარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830194_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ad066d82026bddf6e43fcae75557fa2e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, ლარის კურსი დღეს
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, ლარის კურსი დღეს
Galt & Taggart: ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას არ შეარბილებს
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2026 წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი.
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი 2025 წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთს 8%-ის ნიშნულზე შეინარჩუნებს, განაცხადა საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ.
საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი, რომლის მოცულობაზეც სესხებია დამოკიდებული, 2024 წლის გაზაფხულის ბოლოდან უცვლელი რჩება და 8%-ს შეადგენს.
„ჩატარდება სხდომა და ჩვენ ველოდებით, რომ ეროვნული ბანკი მას უცვლელად დატოვებს. შემცირების მოლოდინი ნაკლებია, განაკვეთი წლის ბოლომდე 8%-ზე შენარჩუნდება“, - განაცხადა ქავთარაძემ მედია პლატფორმა
BMG-სთან.
ეკონომისტის თქმით, Galt & Taggart-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს საშუალოწლიური ინფლაცია 3,7%-ის ფარგლებში იქნება, რაც მიზნობრივ დონეზე ოდნავ მეტია.
„სწორედ ეს არის ის მაჩვენებელი, რომლითაც ეროვნული ბანკი, სავარაუდოდ, თავს შეიკავებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებისგან", - განაცხადა მან.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2025 წლის აგვისტო 2024 წლის აგვისტოსთან) 4,6% შეადგინა - სამიზნე მაჩვენებელი არის 3%.
როგორც ქავთარაძემ აღნიშნა, მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2026 წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი.
„ჩვენი პროგნოზებით ვლინდება, რომ მომავალ 2026 წელს ინფლაცია, შესაძლოა, მიზნობრივ დონეზე დაბალი დაფიქსირდეს და ამ ფონზე მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,25, 0,5 პროცენტული პუნქტით იყოს შემცირებული, უფრო წლის მეორე ნახევარში",- განაცხადა ქავთარაძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა. რეფინანსირების განაკვეთი, 13 თვის შემდეგ პირველად, 2023 წლის მაისში შემცირდა და 10,5%-ს გაუტოლდა. აგვისტოში განაკვეთი 10,25%-მდე, სექტემბერში – 10%-მდე, დეკემბერში 9,5%–მდე, 2024 წლის იანვარში 9%-მდე, მარტში - 8,25%-მდე, მაისში კი 8%-მდე შემცირდა და ამ დრომდე არ შეცვლილა.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 10 სექტემბერს ჩატარდება.