https://sputnik-georgia.com/20250910/fiba-shengelia-saqartvelos-istoriashi-shevida-294880824.html
FIBA: თორნიკე შენგელია საქართველოს ისტორიაში შევიდა
FIBA: თორნიკე შენგელია საქართველოს ისტორიაში შევიდა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრების კაპიტნის როლი ასეთ წარმატებაში შეუფასებელია, წერს FIBA 10.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-10T14:28+0400
2025-09-10T14:28+0400
2025-09-10T14:28+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272074755_0:163:1242:862_1920x0_80_0_0_e49e924e35ddbd98985b956187b298d2.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. თორნიკე შენგელია ქართული კალათბურთის ისტორიას ქმნის — ასე გამოეხმაურა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) ოფიციალური ვებგვერდი ეროვნული ნაკრების „ევრობასკეტი 2025"-ის მეოთხედფინალში გასვლასა და გუნდის კაპიტნის თამაშს ჩემპიონატზე. 7 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მერვედფინალში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა (80:70) და პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის 1/4-ში. ისტორიულ მატჩში გუნდის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ 24 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ფინეთი იქნება. მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება. როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს ნაკრებს მიმდინარე „ევრობასკეტზე" თავისი წარმატება და წარუმატებლობა ჰქონდა, თუმცა „ შეუძლებელია ევროპის მოქმედი ჩემპიონების (ესპანეთისა და საფრანგეთის) შემთხვევით დამარცხება“ და კაპიტნის როლი აქ ფასდაუდებელია. თავად შენგელიას თქმით, „თუ გუნდი შეკრულად ითამაშებს, ერთმანეთისთვის იბრძოლებს, ერთმანეთისას ირწმუნებს, მაშინ აუცილებლად მოიგებს მეოთხედფინალს“. საფრანგეთთან გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა შენგელიას შესახებ განაცხადა - „ის ჩემზე მნიშვნელოვანია“. მიმდინარე ზაფხულში ზაფხულს თორნიკე შენგელია ოფიციალურად გადავიდა „ვირტუს ბოლონიიდან“ „ბარსელონაში“. კონტრაქტი 2025 წლის 21 ივლისს გაფორმდა და გათვლილია სამ სეზონზე, 2028 წლის 30 ივნისამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272074755_0:47:1242:979_1920x0_80_0_0_472010b898b21c1ef88b9a011794a147.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
FIBA: თორნიკე შენგელია საქართველოს ისტორიაში შევიდა
საქართველოს ნაკრების კაპიტნის როლი ასეთ წარმატებაში შეუფასებელია, წერს FIBA
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. თორნიკე შენგელია ქართული კალათბურთის ისტორიას ქმნის — ასე გამოეხმაურა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) ოფიციალური ვებგვერდი ეროვნული ნაკრების „ევრობასკეტი 2025"-ის მეოთხედფინალში გასვლასა და გუნდის კაპიტნის თამაშს ჩემპიონატზე.
7 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მერვედფინალში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა (80:70) და პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის 1/4-ში. ისტორიულ მატჩში გუნდის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ 24 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ფინეთი იქნება. მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.
„თორნიკე მათთან ერთად იყო, როდესაც გუნდი B დივიზიონში თამაშობდა (2009), ის იქ იყო, როდესაც საქართველომ პირველად ითამაშა ევრობასკეტზე (2011), ის მათ გვერდით იყო დიდი იმედგაცრუების დროს (2015, ლიეტუვას წინააღმდეგ) და როდესაც საქართველომ პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური (2023). შენგელია ქართული კალათბურთის ხანგრძლივი ისტორიის ნაწილია“, - წერს FIBA.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს ნაკრებს მიმდინარე „ევრობასკეტზე" თავისი წარმატება და წარუმატებლობა ჰქონდა, თუმცა „ შეუძლებელია ევროპის მოქმედი ჩემპიონების (ესპანეთისა და საფრანგეთის) შემთხვევით დამარცხება“ და კაპიტნის როლი აქ ფასდაუდებელია.
„საფრანგეთთან მატჩის ბოლო წუთები ასეთი იყო: მიეცით ბურთი შენგელიას და ის ყველაფერს გააკეთებს“, - წერს FIBA.
თავად შენგელიას თქმით, „თუ გუნდი შეკრულად ითამაშებს, ერთმანეთისთვის იბრძოლებს, ერთმანეთისას ირწმუნებს, მაშინ აუცილებლად მოიგებს მეოთხედფინალს“.
საფრანგეთთან გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა შენგელიას შესახებ განაცხადა - „ის ჩემზე მნიშვნელოვანია“.
მიმდინარე ზაფხულში ზაფხულს თორნიკე შენგელია ოფიციალურად გადავიდა „ვირტუს ბოლონიიდან“ „ბარსელონაში“. კონტრაქტი 2025 წლის 21 ივლისს გაფორმდა და გათვლილია სამ სეზონზე, 2028 წლის 30 ივნისამდე.