https://sputnik-georgia.com/20250910/cesko-samwuxaroa-rom-euto-archevnebs-ar-daakvirdeba-294887811.html
ცესკო: სამწუხაროა, რომ ეუთო/ოდირი არ დააკვირდება ადგილობრივ არჩევნებს
ცესკო: სამწუხაროა, რომ ეუთო/ოდირი არ დააკვირდება ადგილობრივ არჩევნებს
Sputnik საქართველო
ეუთოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ობიექტური დაკვირვებისთვის საჭიროა დრო მომზადებისა და საარჩევნო პროცესის ყველა ძირითად ეტაპზე წვდომისთვის. 10.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-10T19:39+0400
2025-09-10T19:39+0400
2025-09-10T19:39+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო - ეუთო
ეუთო/ოდირი
ცესკო
თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129770_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_ab1857b027eb21cce061a74251c7cd9a.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისია სინანულს გამოთქვამს, რომ ეუთო/ოდირის მისია არ დააკვირდება ადგილობრივ არჩევნებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ შესაბამისი მოწვევა გაეგზავნათ, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესმდივანმა ნათია იოსელიანმა.6 სექტემბერს საქართველოს ხელისუფლებამ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას ოფიციალური მოწვევა გაუგზავნა, თუმცა, ორგანიზაციამ მიიჩნია, რომ მოწვევა ძალზე დაგვიანებით (არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე) მიიღო, რაც „სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის არასაკმარის დროს ტოვებს". ეუთოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ობიექტური დაკვირვებისთვის საჭიროა დრო მომზადებისა და საარჩევნო პროცესის ყველა ძირითად ეტაპზე წვდომისთვის. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია ვერ შეძლებს თავისი მისიის გაგზავნას საქართველოში.მისი თქმით, დღეისათვის რეგისტრირებულია 16 საერთაშორისო და 9 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია.როგორც მან აღნიშნა, ცენტრალური საარჩევნო კომისია მზად არის დაარეგისტრიროს ყველა ორგანიზაცია, რომელმაც განაცხადი წარადგინა დადგენილ ვადებში: 24 სექტემბრამდე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის, 27 სექტემბრამდე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის და 29 სექტემბრამდე მედიის აკრედიტაციისთვის.თვითმმართველობის არჩევნებიადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 14 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129770_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_5ab83ad82033f74c28122278eacca300.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო - ეუთო, ეუთო/ოდირი, ცესკო, თვითმმართველობის არჩევნები, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო - ეუთო, ეუთო/ოდირი, ცესკო, თვითმმართველობის არჩევნები, ახალი ამბები
ცესკო: სამწუხაროა, რომ ეუთო/ოდირი არ დააკვირდება ადგილობრივ არჩევნებს
ეუთოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ობიექტური დაკვირვებისთვის საჭიროა დრო მომზადებისა და საარჩევნო პროცესის ყველა ძირითად ეტაპზე წვდომისთვის.
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისია სინანულს გამოთქვამს, რომ ეუთო/ოდირის მისია არ დააკვირდება ადგილობრივ არჩევნებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ შესაბამისი მოწვევა გაეგზავნათ, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესმდივანმა ნათია იოსელიანმა.
6 სექტემბერს საქართველოს ხელისუფლებამ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას ოფიციალური მოწვევა გაუგზავნა, თუმცა, ორგანიზაციამ მიიჩნია, რომ მოწვევა ძალზე დაგვიანებით (არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე) მიიღო, რაც „სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის არასაკმარის დროს ტოვებს". ეუთოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ობიექტური დაკვირვებისთვის საჭიროა დრო მომზადებისა და საარჩევნო პროცესის ყველა ძირითად ეტაპზე წვდომისთვის. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია ვერ შეძლებს თავისი მისიის გაგზავნას საქართველოში.
„მივესალმებით ყველა ორგანიზაციას, რომელიც დადგენილ ვადებში წარადგენს რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციას საარჩევნო ადმინისტრაციაში. სამწუხაროა, რომ ეუთო/ოდირი არ დააკვირდება ადგილობრივ არჩევნებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს შესთავაზეს“, - განაცხადა იოსელიანმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, დღეისათვის რეგისტრირებულია 16 საერთაშორისო და 9 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია.
„თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, არსებობს ვადები. ჩვენთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, და ახლაც, ამ პროცესში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა“, - განაცხადა იოსელიანმა.
როგორც მან აღნიშნა, ცენტრალური საარჩევნო კომისია მზად არის დაარეგისტრიროს ყველა ორგანიზაცია, რომელმაც განაცხადი წარადგინა დადგენილ ვადებში: 24 სექტემბრამდე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის, 27 სექტემბრამდე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის და 29 სექტემბრამდე მედიის აკრედიტაციისთვის.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 14 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.
თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.
წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.