https://sputnik-georgia.com/20250909/ukanono-tkitsargeblobis-statistika-ganaxlda-294847651.html
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: აგვისტოს მონაცემები
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: აგვისტოს მონაცემები
Sputnik საქართველო
ჯამში ამოღებულია 158 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხეტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა 09.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-09T12:53+0400
2025-09-09T12:53+0400
2025-09-09T12:53+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0f/281234250_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_1cd32be2e76e27849987af6ad408bdb0.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის აგვისტოში სამართალდარღვევის 54 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამართალდარღვევებიდან 46 ფაქტი ხეტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია 158 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხეტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა ასევე აგვისტოში სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 8 ფაქტია გამოვლენილი- აქედან 5 - შიდა ქართლის, 1- სამცხე-ჯავახეთის, 1 - ქვემო ქართლის და 1- რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ. უწყების ცნობით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ჯამში ქვეყნის მასშტაბით, ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 418 ფაქტია გამოვლენილი. „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1.093 კუბური მეტრი შეადგინა. ამასთან, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 54 ფაქტი. ეროვნული სატყეო სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულება ტყის აღდგენის ღონისძიებებია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 4 ათას ჰექტარ ფართობზეა განხორციელებული, გეგმის მიხედვით კი 2030 წლამდე აღდგენის სამუშაოები სულ მცირე 20 ათას ჰექტარ ფართობზე განხორციელდება. 2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ. ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში. ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს. საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0f/281234250_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_3e78446a20ba0960a8e1edf5523a7b83.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: აგვისტოს მონაცემები
ჯამში ამოღებულია 158 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხეტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის აგვისტოში სამართალდარღვევის 54 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდარღვევებიდან 46 ფაქტი ხეტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 13 ფაქტი გამოვლენილია გურიაში, 10 - კახეთში, 7-7 ფაქტი სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, 5 - შიდა ქართლში, 2 ფაქტი რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში და 1-1 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში.
ჯამში ამოღებულია 158 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხეტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა
ასევე აგვისტოში სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 8 ფაქტია გამოვლენილი- აქედან 5 - შიდა ქართლის, 1- სამცხე-ჯავახეთის, 1 - ქვემო ქართლის და 1- რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ.
უწყების ცნობით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ჯამში ქვეყნის მასშტაბით, ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 418 ფაქტია გამოვლენილი. „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1.093 კუბური მეტრი შეადგინა.
ამასთან, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 54 ფაქტი.
ეროვნული სატყეო სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულება ტყის აღდგენის ღონისძიებებია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 4 ათას ჰექტარ ფართობზეა განხორციელებული, გეგმის მიხედვით კი 2030 წლამდე აღდგენის სამუშაოები სულ მცირე 20 ათას ჰექტარ ფართობზე განხორციელდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.