საქართველოში რუსული ენის მასწავლებლებისთვის ტრენინგი გაიმართა

© Секция интересов России при Посольстве Швейцарии в Грузии მასწავლებლების ტრენინგი
მასწავლებლების ტრენინგი - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2025
გამოწერა
სექციაში აღნიშნეს, რომ ღონისძიებამ დამსახურებული აღიარება მოიპოვა, გამოიწვია რა ცოცხალი ინტერესი პროფესიულ წრეებში.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. თბილისში რუსული ენის სწავლების აქტუალური საკითხებისადმი მიძღვნილი ტრენინგი ჩატარდა, იუწყება საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია.
სექციის ცნობით, ტრენინგი 5 და 6 სექტემბერს ჩატარდა და მაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ორმოცზე მეტი რუსული ენის მასწავლებელი მონაწილეობდა.
„პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრაციას და გაკვეთილებზე სათამაშო მეთოდების ეფექტურ გამოყენებას“, - ნათქვამია სექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოსკოვიდან ექსპერტებად მოწვეული იყვნენ რუსული ენის, როგორც უცხო ენის, სწავლების სფეროს სპეციალისტები, რომლებსაც ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ: ოლგა უსკოვა და ტატიანა კუდოიაროვა.
სექციაში აღნიშნეს, რომ ღონისძიებამ დამსახურებული აღიარება მოიპოვა, გამოიწვია რა ცოცხალი ინტერესი პროფესიული წრეების მხრიდან. მისი შედეგები და ნოვატორული მიდგომები აქტიური განხილვის საგანი გახდა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
დღეისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი გიორგი ქაჯაია და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
ყველა ახალი ამბავი
0