https://sputnik-georgia.com/20250909/tbilisshi-ordgiani-porumi-imarteba-294855561.html
მინისტრის მოადგილე: ვაპირებთ, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი ახალ მასშტაბებამდე გავზარდოთ
მინისტრის მოადგილე: ვაპირებთ, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი ახალ მასშტაბებამდე გავზარდოთ
Sputnik საქართველო
თბილისში შავი ზღვის რეგიონის გადამცემი სისტემის ოპერატორების ორდღიანი ფორუმი საქართველოს მთავრობისა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ორგანიზებით... 09.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-09T17:00+0400
2025-09-09T17:00+0400
2025-09-09T17:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/05/272705559_0:0:3241:1824_1920x0_80_0_0_3d76053fb2eaa6f973e9a3bc6eb0bedf.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველო რეგიონულ ენერგეტიკულ ცენტრად რჩება და ვაპირებთ, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი ახალ მასშტაბებამდე გავზარდოთ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ შავი ზღვის რეგიონის გადამცემი სისტემის ოპერატორების ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.თბილისში შავი ზღვის რეგიონის გადამცემი სისტემის ოპერატორების ორდღიანი ფორუმი საქართველოს მთავრობისა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ორგანიზებით ტარდება. ღონისძიების მთავარი თემაა ელექტრომაგნიტური გარდამავალი პროცესების მოდელირება, სისტემის დინამიკური მდგრადობის და საიმედოობის ანალიზი, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს თანამედროვე ენერგოსისტემების უწყვეტი და უსაფრთხო ოპერირებისთვის.მინისტრის მოადგილემ ისაუბრა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონს ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან დააკავშირებს.მისი თქმით, საქართველოსთვის ენერგია არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის საფუძველია, არამედ ეროვნული უსაფრთხოებისა და რეგიონული თანამშრომლობის საყრდენიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მწვანე ენერგიას ეხება, რომელიც ქვეყნის ელექტრომომარაგების მთავარი წყარო და ძირითადი შიდა ენერგეტიკული რესურსია.ფორუმში მონაწილეობენ დანიის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვას და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორები (Energinet, TEIAS, Azerenerji, Electro Power Systems Operator, Moldelectrica Transelectrica), კანადური ენერგეტიკული კომპანიების – „PSCAD“ და „RTDS Technologies” და დიდი ელექტრული სისტემების საერთაშორისო საბჭოს, CIGRE-ს ექსპერტები. ასევე Schweitzer Engineering Laboratories-ის (SEL), ბათუმის საზღვაო აკადემიის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების წარმომადგენლები.შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი2022 წლის დეკემბერში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა ხელი მოაწერეს „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმებას, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას გულისხმობს.სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე შეთანხმებითა და „მწვანე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმით განსაზღვრული ამოცანების რეალიზაციის მიზნით აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის 2023 წლის 25 ივლისს ხელი მოეწერა ერთობლივი საწარმოს დაფუძნების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლითაც გაიწერა ერთობლივი საწარმოს შექმნის ზოგადი პრინციპები.2025 წლის მარტში უგრეთის დედაქალაქში საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით „მწვანე შუა დერეფნის" მინისტერიალის პლენარული სხდომა გაიმართა. როგორც მაშინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მინისტერიალის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ბულგარეთიც შეუერთდება.შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ხელს უწყობს ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, შავი ზღვის დაკავშირებადობის გაზრდას, ენერგორესურსების მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციას, განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციას და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდას ენერგეტიკულ მიქსში.იგი ასევე აერთიანებს რეგიონულ ენერგეტიკულ შესაძლებლობებს, რათა უზრუნველყოს ელექტროენერგიის გენერირება კონკურენტულ ფასებში განახლებადი წყაროებიდან.უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი შეტანილია ENTSO-E ქსელის განვითარების 2024-2034 წლების ათწლიან გეგმაში, ხოლო 2024 წლის ნოემბერში პროექტი წარედგინა ევროკომისიას საერთო ინტერესის პროექტის სტატუსის მისაღებად, რადგან ეს არის ტრანსსასაზღვრო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტი ევროკავშირსა და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შორის, რომელიც ხელს უწყობს ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკის მიზნების შესრულებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/05/272705559_510:0:3241:2048_1920x0_80_0_0_1c6d69c12c0831652eaf64532a4ffda7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
მინისტრის მოადგილე: ვაპირებთ, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი ახალ მასშტაბებამდე გავზარდოთ
თბილისში შავი ზღვის რეგიონის გადამცემი სისტემის ოპერატორების ორდღიანი ფორუმი საქართველოს მთავრობისა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ორგანიზებით ტარდება.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველო რეგიონულ ენერგეტიკულ ცენტრად რჩება და ვაპირებთ, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი ახალ მასშტაბებამდე გავზარდოთ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ შავი ზღვის რეგიონის გადამცემი სისტემის ოპერატორების ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
თბილისში შავი ზღვის რეგიონის გადამცემი სისტემის ოპერატორების ორდღიანი ფორუმი საქართველოს მთავრობისა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ორგანიზებით ტარდება. ღონისძიების მთავარი თემაა ელექტრომაგნიტური გარდამავალი პროცესების მოდელირება, სისტემის დინამიკური მდგრადობის და საიმედოობის ანალიზი, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს თანამედროვე ენერგოსისტემების უწყვეტი და უსაფრთხო ოპერირებისთვის.
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო რეგიონულ ენერგეტიკულ ცენტრად რჩება და ვაპირებთ, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი ახალ მასშტაბებამდე გავზარდოთ. ჩვენ, მეზობელ ქვეყნებთან ერთად, განვაგრძობთ პარტნიორობის გამყარებას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რათა შევძლოთ საიმედო ენერგეტიკული ცენტრის როლის კვლავ გაგრძელება, – განაცხადა ფხალაძემ.
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონს ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან დააკავშირებს.
„ენერგოუსაფრთხოების, განახლებადი ენერგიის ინტეგრაციისა და ქსელის საიმედოობის გამოწვევებთან გამკლავება რთულია რეგიონული თანამშრომლობის და ცოდნის გაზიარების გარეშე. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია უსაფრთხო, საიმედო და მდგრადი რეგიონული ენერგოსისტემის განვითარება“, – აღნიშნა ფხალაძემ.
მისი თქმით, საქართველოსთვის ენერგია არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის საფუძველია, არამედ ეროვნული უსაფრთხოებისა და რეგიონული თანამშრომლობის საყრდენიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მწვანე ენერგიას ეხება, რომელიც ქვეყნის ელექტრომომარაგების მთავარი წყარო და ძირითადი შიდა ენერგეტიკული რესურსია.
„ჩვენი პოლიტიკა მუდმივად იხვეწება მწვანე ენერგიაში ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად, თუმცა, ახალი პროექტების განვითარებასთან ერთად, ჩნდება ჩვენი ქსელების საიმედოობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების გამოწვევა. ამის გათვალისწინებით, ჩვენი შიდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერების პარალელურად, კიდევ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს დასახული“, – განაცხადა ფხალაძემ.
ფორუმში მონაწილეობენ დანიის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვას და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორები (Energinet, TEIAS, Azerenerji, Electro Power Systems Operator, Moldelectrica Transelectrica), კანადური ენერგეტიკული კომპანიების – „PSCAD“ და „RTDS Technologies” და დიდი ელექტრული სისტემების საერთაშორისო საბჭოს, CIGRE-ს ექსპერტები. ასევე Schweitzer Engineering Laboratories-ის (SEL), ბათუმის საზღვაო აკადემიის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი
2022 წლის დეკემბერში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა ხელი მოაწერეს „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმებას, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას გულისხმობს.
სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე შეთანხმებითა და „მწვანე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმით განსაზღვრული ამოცანების რეალიზაციის მიზნით აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის 2023 წლის 25 ივლისს ხელი მოეწერა ერთობლივი საწარმოს დაფუძნების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლითაც გაიწერა ერთობლივი საწარმოს შექმნის ზოგადი პრინციპები.
2025 წლის მარტში უგრეთის დედაქალაქში საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით „მწვანე შუა დერეფნის" მინისტერიალის პლენარული სხდომა გაიმართა. როგორც მაშინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მინისტერიალის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ბულგარეთიც შეუერთდება.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ხელს უწყობს ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, შავი ზღვის დაკავშირებადობის გაზრდას, ენერგორესურსების მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციას, განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციას და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდას ენერგეტიკულ მიქსში.
იგი ასევე აერთიანებს რეგიონულ ენერგეტიკულ შესაძლებლობებს, რათა უზრუნველყოს ელექტროენერგიის გენერირება კონკურენტულ ფასებში განახლებადი წყაროებიდან.
უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი შეტანილია ENTSO-E ქსელის განვითარების 2024-2034 წლების ათწლიან გეგმაში, ხოლო 2024 წლის ნოემბერში პროექტი წარედგინა ევროკომისიას საერთო ინტერესის პროექტის სტატუსის მისაღებად, რადგან ეს არის ტრანსსასაზღვრო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტი ევროკავშირსა და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შორის, რომელიც ხელს უწყობს ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკის მიზნების შესრულებას.