https://sputnik-georgia.com/20250909/saartveloshi-investiciebi-mcirdeba-294846249.html
საქართველოში ინვესტიციები მცირდება - ახალი სტატისტიკა
საქართველოში ინვესტიციები მცირდება - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ინვესტიციებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ენერგეტიკა და უძრავი ქონება. 09.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-09T13:37+0400
2025-09-09T13:37+0400
2025-09-09T13:37+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0f/250041900_0:102:3283:1948_1920x0_80_0_0_84a160ec8d25ac7612f936f79402c3d5.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2025 წლის მეორე კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის აპრილ-ივნისთან შედარებით 12%-ით შემცირდა და 580,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებში.ინვესტიციების შემცირების მთავარ მიზეზად სახელდება რეინვესტირებისა და საკრედიტო ვალდებულებების შემცირება.სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის მეორე კვარტალში სააქციო კაპიტალმა 123,6 მლნ დოლარი შეადგინა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,2%-ით მეტი. ინვესტიციებში წილმა 21,3% შეადგინა.რაც შეეხება საკრედიტო ვალდებულებებს, რომლებშიც სავაჭრო კრედიტები და სესხები აისახება, მათ 10,1 მლნ დოლარი შეადგინეს, მაშინ როდესაც 2024 წლის აპრილ-ივნისში ეს მაჩვენებელი 44,6 მლნ დოლარი იყო.გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში რეინვესტიცია 8,9%-ით შემცირდა და 466,6 მლნ დოლარი შეადგინა. ინვესტიციებში წილი - 80,4%.ინვესტიციები ასევე შემოვიდა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, მალტიდან, ნიდერლანდებიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, ვირჯინიის კუნძულებიდან და სხვა ქვეყნებიდან.რა სფეროებში ჩაიდო ინვესტიციები„საქსტატის" მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ინვესტიციებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ენერგეტიკა და უძრავი ქონება.ინვესტიციები ასევე განხორციელდა ტრანსპორტის, გადამამუშავებელი მრეწველობის, სასტუმროებისა და რესტორნების, მშენებლობის, ვაჭრობის, ადმინისტრაციული საქმიანობის, ხელოვნების, დასვენებისა და გართობის სფეროებში.საინვესტიციო პოლიტიკამთავრობის ახალი ეკონომიკური პროგრამის თანახმად, ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა ხელახლა ჩამოყალიბდება — პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე გადავა და ქვეყანა ახლებურად იქნება პოზიციონირებული.ამასთან, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები როგორც ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოებთან, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან.ამავე პერიოდში მიიღება ახალი კანონი მეწარმეობის შესახებ, რომელიც ევროკავშირის შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და ასოცირების შეთანხმებითა და მისი დანართებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ასახავს, რითაც საქართველოს კორპორაციული სამართალი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვდება.კონკურენტული და საქმიანი გარემოს შექმნის მიზნით სახელმწიფო ეტაპობრივად უარს განაცხადებს დღემდე სახელმწიფოს ხელში არსებულ ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომლებსაც დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი აქვთ.კორონავირუსის პანდემიის ფონზე, 2020 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 57,2%-ით შემცირდა და 572 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.უკვე 2021 წელს ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა და 1,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.2022 წელს მათი მოცულობა 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 2021 წელთან შედარებით 61,1%-ით მეტია.2023 წელს, წინასწარი შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2022 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 24%-ით შემცირდა და 1,6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.დაზუსტებული მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2023 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 18,6%-ით შემცირდა და 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0f/250041900_275:0:3006:2048_1920x0_80_0_0_7c7f63d7b3bf2187cae8558cadd4bb32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველოში ინვესტიციები მცირდება - ახალი სტატისტიკა
2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ინვესტიციებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ენერგეტიკა და უძრავი ქონება.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2025 წლის მეორე კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის აპრილ-ივნისთან შედარებით 12%-ით შემცირდა და 580,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებში.
ინვესტიციების შემცირების მთავარ მიზეზად სახელდება რეინვესტირებისა და საკრედიტო ვალდებულებების შემცირება.
საერთო ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ინვესტიციების მოცულობა 15,5%-ით შემცირდა და 763,8 მლნ დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის მეორე კვარტალში სააქციო კაპიტალმა 123,6 მლნ დოლარი შეადგინა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,2%-ით მეტი. ინვესტიციებში წილმა 21,3% შეადგინა.
რაც შეეხება საკრედიტო ვალდებულებებს, რომლებშიც სავაჭრო კრედიტები და სესხები აისახება, მათ 10,1 მლნ დოლარი შეადგინეს, მაშინ როდესაც 2024 წლის აპრილ-ივნისში ეს მაჩვენებელი 44,6 მლნ დოლარი იყო.
გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში რეინვესტიცია 8,9%-ით შემცირდა და 466,6 მლნ დოლარი შეადგინა. ინვესტიციებში წილი - 80,4%.
ინვესტიციები საქართველოში - 2025 წლის აპრილ-ივნისი. ტოპ-სამი ქვეყანა
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | წილი ინვესტიციებში,% |
დიდი ბრიტანეთი | 242,7 | 41,8 |
თურქეთი | 54 | 9,3 |
ჩეხეთი | 38,3 | 6,6 |
ინვესტიციები ასევე შემოვიდა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, მალტიდან, ნიდერლანდებიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, ვირჯინიის კუნძულებიდან და სხვა ქვეყნებიდან.
რა სფეროებში ჩაიდო ინვესტიციები
„საქსტატის" მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ინვესტიციებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ენერგეტიკა და უძრავი ქონება.
ინვესტიციები საქართველოში 2025 წლის აპრილი-ივნისი. მოწინავე დარგების ტოპ-სამეული
დარგი | მოცულობა, მლნ დოლარი | წილი ინვესტიციებში,% |
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა | 327,2 | 56,4 |
უძრავი ქონება | 66,4 | 11,4 |
ენერგეტიკა | 54,4 | 9,4 |
ინვესტიციები ასევე განხორციელდა ტრანსპორტის, გადამამუშავებელი მრეწველობის, სასტუმროებისა და რესტორნების, მშენებლობის, ვაჭრობის, ადმინისტრაციული საქმიანობის, ხელოვნების, დასვენებისა და გართობის სფეროებში.
მთავრობის ახალი ეკონომიკური პროგრამის თანახმად, ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა ხელახლა ჩამოყალიბდება — პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე გადავა და ქვეყანა ახლებურად იქნება პოზიციონირებული.
ამასთან, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები როგორც ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოებთან, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან.
ამავე პერიოდში მიიღება ახალი კანონი მეწარმეობის შესახებ, რომელიც ევროკავშირის შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და ასოცირების შეთანხმებითა და მისი დანართებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ასახავს, რითაც საქართველოს კორპორაციული სამართალი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვდება.
კონკურენტული და საქმიანი გარემოს შექმნის მიზნით სახელმწიფო ეტაპობრივად უარს განაცხადებს დღემდე სახელმწიფოს ხელში არსებულ ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომლებსაც დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი აქვთ.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, 2020 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 57,2%-ით შემცირდა და 572 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
უკვე 2021 წელს ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა და 1,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
2022 წელს მათი მოცულობა 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 2021 წელთან შედარებით 61,1%-ით მეტია.
2023 წელს, წინასწარი შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2022 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 24%-ით შემცირდა და 1,6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
დაზუსტებული მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2023 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 18,6%-ით შემცირდა და 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა.