https://sputnik-georgia.com/20250909/gaxokidzis-quchaz-transportis-mozraoba-sheizgudeba-294860705.html
მიხეილ გახოკიძის ქუჩაზე 10 სექტემბერს საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მიხეილ გახოკიძის ქუჩაზე 10 სექტემბერს საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
Sputnik საქართველო
სამგორის რაიონში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი განახლებული გახოკიძის ქუჩის საზეიმო გახსნის ღონისძიებაა 09.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-09T19:39+0400
2025-09-09T19:39+0400
2025-09-09T19:39+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/15/263780170_63:0:3702:2047_1920x0_80_0_0_bf3ad586fbec1cb8f3940dccaeba6e7e.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. სამგორის რაიონში, მიხეილ გახოკიძის ქუჩაზე 10 სექტემბერს საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში. უწყების ცნობით, მიხეილ გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ ქუჩაზე დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 10 სექტემბრის 08:00 საათიდან 09:00 საათამდე პერიოდში „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თაყაიშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება. დროის აღნიშნულ მონაკვეთში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ხომლელისა და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების და მათი დამაკავშირებელი – დიმიტრი ალექსიძის, სესილია თაყაიშვილის, იოთამ ზედგენიძის, ვიქტორ კუპრაძისა და რაჭის ქუჩების გავლით, ასევე, მეგობრობის, მშვიდობისა და ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩების გამოყენებით. 09:00-დან 13:00 საათამდე პერიოდში კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მიხეილ გახოკიძის ქუჩის მხოლოდ ერთ, „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ქუჩის დარჩენილ მონაკვეთში და მიმდებარე ქუჩებზე: სესილია თაყაიშვილის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, ევგენია მაისურაძისა და ხომლელის ქუჩებზე. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, „ისთ ფოინთის“ მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები: N519, N524, N540 და N554 დროებით იმოძრავებენ საქართველოს ერთიანობის მებრძოლთა ქუჩის, მიხეილ გახოკიძის მონაკვეთის, მაისურაძისა და თვალჭრელიძის ქუჩების გავლით. N547 მიკროავტობუსი კი მგზავრებს გახოკიძის ქუჩის N10-ის მიმდებარე ტერიტორიამდე მოემსახურება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/15/263780170_518:0:3247:2047_1920x0_80_0_0_a6b0d3dd1561070a719ec524641d4192.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
მიხეილ გახოკიძის ქუჩაზე 10 სექტემბერს საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
სამგორის რაიონში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი განახლებული გახოკიძის ქუჩის საზეიმო გახსნის ღონისძიებაა
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. სამგორის რაიონში, მიხეილ გახოკიძის ქუჩაზე 10 სექტემბერს საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
უწყების ცნობით, მიხეილ გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ ქუჩაზე დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 10 სექტემბრის 08:00 საათიდან 09:00 საათამდე პერიოდში „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თაყაიშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ხომლელისა და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების და მათი დამაკავშირებელი – დიმიტრი ალექსიძის, სესილია თაყაიშვილის, იოთამ ზედგენიძის, ვიქტორ კუპრაძისა და რაჭის ქუჩების გავლით, ასევე, მეგობრობის, მშვიდობისა და ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩების გამოყენებით.
09:00-დან 13:00 საათამდე პერიოდში კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მიხეილ გახოკიძის ქუჩის მხოლოდ ერთ, „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ქუჩის დარჩენილ მონაკვეთში და მიმდებარე ქუჩებზე: სესილია თაყაიშვილის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, ევგენია მაისურაძისა და ხომლელის ქუჩებზე.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, „ისთ ფოინთის“ მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები: N519, N524, N540 და N554 დროებით იმოძრავებენ საქართველოს ერთიანობის მებრძოლთა ქუჩის, მიხეილ გახოკიძის მონაკვეთის, მაისურაძისა და თვალჭრელიძის ქუჩების გავლით. N547 მიკროავტობუსი კი მგზავრებს გახოკიძის ქუჩის N10-ის მიმდებარე ტერიტორიამდე მოემსახურება.