https://sputnik-georgia.com/20250909/euto-saqartveloshi-sadamkvirveblo-misiis-gagzavnas-ver-shezlebs-294865683.html
ეუთო/ოდირი საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას ვერ შეძლებს
ეუთო/ოდირი საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას ვერ შეძლებს
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებამ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას მოწვევის წერილით 6 სექტემბერს მიმართა. 09.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-09T21:15+0400
2025-09-09T21:15+0400
2025-09-09T21:15+0400
საქართველო
ეუთო/ოდირი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24732/13/247321392_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_810f02618dbd262aaf9487eed495020a.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი - Sputnik. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ორგანიზაციის მიწვევა სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის არასაკმარის დროს ტოვებს.საქართველოს ხელისუფლებამ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას მოწვევის წერილით 6 სექტემბერს მიმართა.როგორც დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ოდირი) დირექტორმა მარია ტელალიანმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტების დროს ეუთო/ოდირმა არაერთხელ აღნიშნა დროული მოწვევის მნიშვნელობა სანდო და ყოვლისმომცველი საარჩევნო დაკვირვების უზრუნველსაყოფად.ივნისში კობახიძემ განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოს მთავრობა არ მოიწვევდა ეუთო/ოდირის მისიას. მაშინ ეუთო/ოდირმა წუხილი გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული აღნიშნული განზრახვის გამო. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მზად იყო სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისთვის თუ ხელისუფლება დროულად გააგზავნიდა მოწვევას გამჭვირვალობისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზნით.მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხელისუფლება გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში აცხადებდა, რომ დაუყოვნებლივ მოიწვევდა ეუთო/ოდირის მისიას თუ რადიკალური ოპოზიცია და მისი უცხოელი პატრონები ეუთო/ოდირის მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებული დასკვნის მიმართ პატივისცემას ახლა მაინც დაადასტურებდნენ.თვითმმართველობის არჩევნებიადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 14 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24732/13/247321392_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_38b17322432f2e5484a1d41481ab15d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეუთო/ოდირი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო, ეუთო/ოდირი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, თვითმმართველობის არჩევნები
ეუთო/ოდირი საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას ვერ შეძლებს
საქართველოს ხელისუფლებამ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას მოწვევის წერილით 6 სექტემბერს მიმართა.
თბილისი, 9 სექტემბერი - Sputnik. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ორგანიზაციის მიწვევა სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის არასაკმარის დროს ტოვებს.
საქართველოს ხელისუფლებამ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას მოწვევის წერილით 6 სექტემბერს მიმართა.
„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ასეთ გვიან ეტაპზე მოგვიწვიონ, ეფექტიან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის, ოდირი ვერ შეძლებს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას. ამის მიუხედავად, იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან გავაგრძელებთ ხანგრძლივ თანამშრომლობას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გასაძლიერებლად”, - განაცხადა ტელალიანმა.
როგორც დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ოდირი) დირექტორმა მარია ტელალიანმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტების დროს ეუთო/ოდირმა არაერთხელ აღნიშნა დროული მოწვევის მნიშვნელობა სანდო და ყოვლისმომცველი საარჩევნო დაკვირვების უზრუნველსაყოფად.
„როგორც ეუთოს წევრმა სახელმწიფომ, საქართველომ ვალდებულება აიღო ჩაატაროს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი დემოკრატიული არჩევნები. მაშინ, როდესაც ოდირი კომენტარებს არ აკეთებს არჩევნებზე, რომლებსაც ის არ აკვირდება, ოფისი [ოდირი] გააგრძელებს საქართველოში მოვლენების მონიტორინგს ყველა სფეროში, რომელსაც მისი მანდატი ფარავს, მათ შორის დემოკრატიულ მმართველობაში, ფუნდამენტურ უფლებებსა და კანონის უზენაესობაში”, - ნათქვამია სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.
ივნისში კობახიძემ განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოს მთავრობა არ მოიწვევდა ეუთო/ოდირის მისიას. მაშინ ეუთო/ოდირმა წუხილი გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული აღნიშნული განზრახვის გამო. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მზად იყო სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისთვის თუ ხელისუფლება დროულად გააგზავნიდა მოწვევას გამჭვირვალობისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზნით.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხელისუფლება გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში აცხადებდა, რომ დაუყოვნებლივ მოიწვევდა ეუთო/ოდირის მისიას თუ რადიკალური ოპოზიცია და მისი უცხოელი პატრონები ეუთო/ოდირის მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებული დასკვნის მიმართ პატივისცემას ახლა მაინც დაადასტურებდნენ.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 14 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.
თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.
წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.