https://sputnik-georgia.com/20250909/boikotis-rejimshi-rchebian-tu-shewkvites-gaxarias-partiis-ganmarteba-294849780.html
ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან თუ შეწყვიტეს? გახარიას პარტიის განმარტება
ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან თუ შეწყვიტეს? გახარიას პარტიის განმარტება
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში, სადეპუტატო მანდატებთან დაკავშირებით ვითარება არ შეცვლილა, ნათქვამია ექს-პრემიერ გიორგი გახარიას... 09.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-09T14:00+0400
2025-09-09T14:00+0400
2025-09-09T14:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/02/259233908_0:32:1648:959_1920x0_80_0_0_eea39e3439b20d59b0d2cbe29e322c5f.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში, სადეპუტატო მანდატებთან დაკავშირებით ვითარება არ შეცვლილა, ნათქვამია ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დღეს ტელეკომპანია „იმედმა" ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ ექს-პრემიერის პარტიამ პოლიტიკური ბოიკოტი შეწყვიტა და პარლამენტში შევიდეს.ტელეკომპანიის ცნობით, გახარიას პარტიის რვა წევრმა (თამარ ხვედელიანი, ვიკა ფილფანი, გიგა ფარულავა, გიორგი შარაშიძე, მალხაზ თორია, გელა აბულაძე, სალომე კობალაძე და სოფიო ხორგუანი), რომლებიც მანდატშეჩერებული დეპუტატების ადგილმონაცვლეები არიან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მათ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა. მათ პარლამენტის სპიკერს თხოვნით მიმართეს, რომ „იმოქმედოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით“.საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიას და მისი პარტიის 11 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება 2 ივლისს შეუწყვიტა - აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა დასახელდა.2 სექტემბერს კი კანონმდებლებმა გახარიას პარტიის 12 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნეს - გახარიასა და მისი 11 თანაგუნდელის ადგილმონაცვლეები არიან: გელა აბულაძე, ჯემალ ანანიძე, ქეთევან ბაკარაძე, რუსუდან თევზაძე, მალხაზ თორია, შალვა კერესელიძე, სალომე კობალაძე, გიგა ფარულავა, ვიკა ფილფანი, გიორგი შარაშიძე, თამარ ხვედელიანი და სოფიო ხორგუანი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიის წევრებმა პარლამენტში კონკრეტული დოკუმენტებიც გააგზავნეს, რომელშიც დანართის სახით წერია, რომ მათ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა.მმართველი პარტია „ქართული ოცნებისთვის“ ბოიკოტის დასრულება მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც თავად გახარიამ ბოიკოტი შეცდომად შეაფასა.გასულ კვირას გახარიამ განაცხადა, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარი შეცდომა იყო. პარტია „საქართველოსთვის“ ასევე მონაწილეობს 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გახარიამ გერმანიაში ბინადრობის ნებართვა მიიღო. ყოფილი პრემიერ-მინისტრი რამდენიმე თვეა საზღვარგარეთ იმყოფება. მან ქვეყანა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრების ფონზე დატოვა, რომლებმაც უარი განაცხადეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე. რაც შეეხება გახარიას, ის კომისიის წინაშე ორჯერ წარდგა - მეორედ ივლისის დასაწყისში, საზღვარგარეთ ყოფნისას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/02/259233908_0:37:1648:1273_1920x0_80_0_0_e4c6c5b5e6e8d71d7f7ed894bd4f8e59.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში, სადეპუტატო მანდატებთან დაკავშირებით ვითარება არ შეცვლილა, ნათქვამია ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს ტელეკომპანია „იმედმა" ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ ექს-პრემიერის პარტიამ პოლიტიკური ბოიკოტი შეწყვიტა და პარლამენტში შევიდეს.
ტელეკომპანიის ცნობით, გახარიას პარტიის რვა წევრმა (თამარ ხვედელიანი, ვიკა ფილფანი, გიგა ფარულავა, გიორგი შარაშიძე, მალხაზ თორია, გელა აბულაძე, სალომე კობალაძე და სოფიო ხორგუანი), რომლებიც მანდატშეჩერებული დეპუტატების ადგილმონაცვლეები არიან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მათ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა. მათ პარლამენტის სპიკერს თხოვნით მიმართეს, რომ „იმოქმედოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით“.
„ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში! მანდატებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ბევრჯერ გავლილი თემაა, ვითარება არ შეცვლილა! ეს არის პროცედურული საკითხი, რომელიც 6 თვის წინაც გავიარეთ (მაგ. დეკლარაციის შევსებისას). ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში!“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრეს-სამსახური ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიას და მისი პარტიის 11 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება 2 ივლისს შეუწყვიტა - აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა დასახელდა.
2 სექტემბერს კი კანონმდებლებმა გახარიას პარტიის 12 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნეს - გახარიასა და მისი 11 თანაგუნდელის ადგილმონაცვლეები არიან: გელა აბულაძე, ჯემალ ანანიძე, ქეთევან ბაკარაძე, რუსუდან თევზაძე, მალხაზ თორია, შალვა კერესელიძე, სალომე კობალაძე, გიგა ფარულავა, ვიკა ფილფანი, გიორგი შარაშიძე, თამარ ხვედელიანი და სოფიო ხორგუანი.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიის წევრებმა პარლამენტში კონკრეტული დოკუმენტებიც გააგზავნეს, რომელშიც დანართის სახით წერია, რომ მათ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნებისთვის“ ბოიკოტის დასრულება მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც თავად გახარიამ ბოიკოტი შეცდომად შეაფასა.
„ეს აგენტების ბედი ევალებათ. ისინი დამოუკიდებლად არ იღებენ გადაწყვეტილებებს, ასრულებენ სხვა ადამიანების მითითებებს და და ისეთი შეცდომები მოსდით, როგორიც პარლამენტში არშემოსვლა იყო“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
გასულ კვირას გახარიამ განაცხადა, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარი შეცდომა იყო. პარტია „საქართველოსთვის“ ასევე მონაწილეობს 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გახარიამ გერმანიაში ბინადრობის ნებართვა მიიღო. ყოფილი პრემიერ-მინისტრი რამდენიმე თვეა საზღვარგარეთ იმყოფება. მან ქვეყანა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრების ფონზე დატოვა, რომლებმაც უარი განაცხადეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე. რაც შეეხება გახარიას, ის კომისიის წინაშე ორჯერ წარდგა - მეორედ ივლისის დასაწყისში, საზღვარგარეთ ყოფნისას.