https://sputnik-georgia.com/20250908/taglitobistvis-ucxo-qveynis-moqalaqe-daakaves-294835266.html
კრიპტოაქტივებით თაღლითობისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
კრიპტოაქტივებით თაღლითობისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალდებულმა მომხმარებელს საქართველოში ვირტუალურ აქტივებში გადმორიცხული თანხა ადგილზე არ გაუნაღდა და უკანონოდ მიისაკუთრა. 08.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-08T16:00+0400
2025-09-08T16:00+0400
2025-09-08T16:00+0400
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824818_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_3e580e349fc893c6f372b783f4c61c5d.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიებით დადგინდა, რომ მომხმარებელმა უცხო ქვეყნიდან თანხის საქართველოში გადმორიცხვის მიზნით მიმართა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებულ პროვაიდერს, რომლის მენეჯერმაც მომსახურების თითქოსდა გაწევის მიზნით, გადმოსარიცხი თანხა - 72, 8 ათასი ევრო მომხმარებელს გადააცემინა საზღვარგარეთ მყოფ მის ნდობით აღჭურვილ პირზე. აღნიშნული ქმედების შედეგად, ბრალდებულმა უცხო ქვეყნიდან მიიღო გადაცემული თანხის ექვივალენტი ვირტუალური აქტივი და მომხმარებლისთვის ნაღდი ფულის გადაცემის ნაცვლად, უკანონოდ დაეუფლა მას.მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. დანაშაულში ჩართულ სხვა პირთა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოსავლენად გამოძიება გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824818_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_2a35eaa8723388921b8ea50759db7958.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
კრიპტოაქტივებით თაღლითობისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ბრალდებულმა მომხმარებელს საქართველოში ვირტუალურ აქტივებში გადმორიცხული თანხა ადგილზე არ გაუნაღდა და უკანონოდ მიისაკუთრა.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ მომხმარებელმა უცხო ქვეყნიდან თანხის საქართველოში გადმორიცხვის მიზნით მიმართა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებულ პროვაიდერს, რომლის მენეჯერმაც მომსახურების თითქოსდა გაწევის მიზნით, გადმოსარიცხი თანხა - 72, 8 ათასი ევრო მომხმარებელს გადააცემინა საზღვარგარეთ მყოფ მის ნდობით აღჭურვილ პირზე.
აღნიშნული ქმედების შედეგად, ბრალდებულმა უცხო ქვეყნიდან მიიღო გადაცემული თანხის ექვივალენტი ვირტუალური აქტივი და მომხმარებლისთვის ნაღდი ფულის გადაცემის ნაცვლად, უკანონოდ დაეუფლა მას.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
დანაშაულში ჩართულ სხვა პირთა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოსავლენად გამოძიება გრძელდება.